ᲛᲝᲜᲝᲚᲘᲗ ᲑᲐᲒᲔᲑᲘ
დასრულებული პროექტი
„მონოლით ბაგები" პრემიუმ ხარისხის საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც იდეალურ ადგილას, გამწვანებულ სივრცეში, წყნეთის გზატკეცილთან მდებარეობს. გარდა ამისა, კორპუსს თავისი კეთილმოწყობილი გამწვანებული ეზო აქვს, სადაც საბავშვო ზონებია განთავსებული.
9-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ბინებიდან პანორამული ხედი იშლება დედაქალაქზე.
მშენებლობისას გამოყენებულია ეკოლოგიურად სუფთა, უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალა და ენერგოეფექტური სამშენებლო ბლოკი, რომელიც ტემპერატურას ინარჩუნებს, რაც კომუნალურ გადასახადებს ამცირებს, ხოლო ფასადი ტრავერტინის ბუნებრივი ქვით, კერამიკული ფილითა და საფასედა აგურით არის მოპირკეთებული.
მდებარეობა
ვაკე, წყნეთის გზატკეცილი 43
დასრულდა
2021
ᲮᲨᲘᲠᲐᲓ ᲓᲐᲡᲛᲣᲚᲘ ᲙᲘᲗᲮᲕᲔᲑᲘ
ბინის შეძენის პროცესი მოიცავს რამდენიმე მარტივ ეტაპს: 1. ბინის შერჩევა — ჩვენი პროფესიონალი გაყიდვების მენეჯერები დაგეხმარებიან თქვენი საჭიროებებისა და ბიუჯეტის გათვალისწინებით სასურველი ბინის შერჩევაში. 2. ხელშეკრულების გაფორმება — 12-წლიანი გამოცდილების საფუძველზე მომზადებული, სანდო და სამართლებრივად გამართული ხელშეკრულების გაფორმება. 3. ანგარიშსწორება — შეთანხმებული პირობების მიხედვით გადახდის განხორციელება. 4. რეგისტრაცია — ქონების ოფიციალური რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.
დიახ, ბინების შეძენა შესაძლებელია როგორც შიდა უპროცენტო განვადებით, ასევე იპოთეკური სესხით ჩვენს პარტნიორ ბანკში.
• მონოლით ეთნო სითი — პროექტი დასრულდება 2026 წლის დეკემბერში. • მონოლით დიღომი სითი — პროექტი დასრულდება 2027 წლის ივნისში. • მონოლით გრინ სითი — პროექტი დასრულებულია და შესულია ექსპლუატაციაში.
• მონოლით ეთნო სითი — ბინები ბარდება მწვანე კარკასის მდგომარეობით. • მონოლით გრინ სითი — ბინები ბარდება თეთრი კარკასის მდგომარეობით. • მონოლით დიღომი სითი — ბინები ბარდება თეთრი კარკასის მდგომარეობით.