01
ᲩᲕᲔᲜᲡ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ
მონოლით ჯგუფის ისტორია 2013 წლიდან იწყება. დღემდე კომპანია სამშენებლო სექტორში მოწინავე პოზიციებს იკავებს, როგორც სანდო და მომხმარებლის საჭიროებებზე ორიენტირებული სამშენებლო-დეველოპერული კომპანია.
ჩვენ დასრულებული გვაქვს 10 საცხოვრებელი პროექტი, ამ ეტაპზე მიმდინარეობს 2 პროექტის მშენებლობა, ხოლო უახლოეს მომავალში კიდევ რამდენიმე ახალი კომპლექსის მშენებლობას ვგეგმავთ.
მონოლით ჯგუფის თითოეული კომპლექსის კონცეფცია მომავალი მობინადრეების საჭიროებებსა და თანამედროვე ცხოვრების სტანდარტებზეა მორგებული. ენერგოეფექტურ და კომფორტულ ბინებთან ერთად, კომპანია ქმნის სრულყოფილ საცხოვრებელ გარემოს, რომელიც მოიცავს მრავალფეროვან ინფრასტრუქტურას, დასასვენებელ სივრცეებს, რეკრეაციულ ზონებს, პადელის კორტებს, საბავშვო და სპორტულ მოედნებს.
ბინის შეძენის შემდეგ კომპანია აგრძელებს მაცხოვრებლებზე ზრუნვას - ქმნის დამატებით კომფორტს, სთავაზობს მათ მონოლით ქარდს, რომელიც მაცხოვრებლებს რემონტისთვის საჭირო პროდუქტებისა და მასალების შეძენისას განსაკუთრებულ ფასდაკლებებს სთავაზობს.
მონოლით ჯგუფი აერთიანებს პროფესიონალთა გუნდს, სამშენებლო პროექტებისთვის არჩევს საუკეთესო ლოკაციებს, იყენებს მდგრად, ეკოლოგიურ და მაღალი ხარისხის მასალებს, ხოლო მშენებლობის პროცესში სრულად იცავს უსაფრთხოების სტანდარტებსა და დაგეგმილ ვადებს.