პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა
მომხმარებლებისთვის
მონოლით ჯგუფი
სარჩევი
- ᲒᲐᲛᲝᲧᲔᲜᲔᲑᲘᲡ ᲡᲤᲔᲠᲝ ᲓᲐ ᲛᲘᲖᲐᲜᲘ
- ᲢᲔᲠᲛᲘᲜᲗᲐ ᲒᲐᲜᲛᲐᲠᲢᲔᲑᲔᲑᲘ
- ᲩᲕᲔᲜᲡ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ
- ᲛᲝᲜᲐᲪᲔᲛᲗᲐ ᲡᲣᲑᲘᲔᲥᲢᲘ
- ᲛᲝᲜᲐᲪᲔᲛᲗᲐ ᲓᲐᲛᲣᲨᲐᲕᲔᲑᲘᲡ ᲞᲠᲘᲜᲪᲘᲞᲔᲑᲘ
- ᲛᲝᲜᲐᲪᲔᲛᲗᲐ ᲙᲐᲢᲔᲒᲝᲠᲘᲔᲑᲘ
- ᲞᲔᲠᲡᲝᲜᲐᲚᲣᲠ ᲛᲝᲜᲐᲪᲔᲛᲗᲐ ᲨᲔᲒᲠᲝᲕᲔᲑᲘᲡ ᲒᲖᲔᲑᲘ
- ᲛᲝᲜᲐᲪᲔᲛᲗᲐ ᲓᲐᲛᲣᲨᲐᲕᲔᲑᲘᲡ ᲡᲐᲤᲣᲫᲕᲔᲚᲘ ᲓᲐ ᲛᲘᲖᲐᲜᲘ
- ᲛᲝᲜᲐᲪᲔᲛᲗᲐ ᲡᲣᲑᲘᲔᲥᲢᲘᲡ ᲗᲐᲜᲮᲛᲝᲑᲐ
- ᲞᲘᲠᲓᲐᲞᲘᲠᲘ ᲛᲐᲠᲙᲔᲢᲘᲜᲒᲘ
- ᲛᲔᲡᲐᲛᲔ ᲞᲘᲠᲔᲑᲘᲡ ᲬᲕᲓᲝᲛᲐ ᲓᲐ ᲡᲐᲔᲠᲗᲐᲨᲝᲠᲘᲡᲝ ᲒᲐᲓᲐᲪᲔᲛᲐ
- ᲞᲔᲠᲡᲝᲜᲐᲚᲣᲠ ᲛᲝᲜᲐᲪᲔᲛᲗᲐ ᲨᲔᲜᲐᲮᲕᲐ
- ᲕᲘᲓᲔᲝ ᲓᲐ ᲐᲣᲓᲘᲝ ᲛᲝᲜᲘᲢᲝᲠᲘᲜᲒᲘ
- ᲐᲠᲐᲡᲠᲣᲚᲬᲚᲝᲕᲐᲜᲗᲐ ᲛᲝᲜᲐᲪᲔᲛᲔᲑᲘᲡ ᲓᲐᲛᲣᲨᲐᲕᲔᲑᲐ
- ᲗᲐᲜᲐᲓᲐᲛᲣᲨᲐᲕᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ ᲞᲐᲡᲣᲮᲘᲡᲛᲒᲔᲑᲔᲚᲘ ᲞᲘᲠᲔᲑᲘ, ᲛᲝᲜᲐᲪᲔᲛᲗᲐ ᲓᲐᲛᲣᲨᲐᲕᲔᲑᲐᲖᲔ ᲣᲤᲚᲔᲑᲐᲛᲝᲡᲘᲚᲘ ᲞᲘᲠᲔᲑᲘ
- ᲛᲝᲜᲐᲪᲔᲛᲗᲐ ᲡᲣᲑᲘᲔᲥᲢᲘᲡ ᲣᲤᲚᲔᲑᲔᲑᲘ
- ᲓᲐᲡᲙᲕᲜᲘᲗᲘ ᲓᲔᲑᲣᲚᲔᲑᲔᲑᲘ
თავი 1. ზოგადი ინფორმაცია
გამოყენების სფერო და მიზანი
ჩვენ „მონოლით ჯგუფის“ სახელის ქვეშ ოპირერებად რამენიმე კომპანიას (შემდგომში, ასევე, მოხსენიებული, როგორც „კომპანია“), წარმოვადგენთ. ჩვენი ჯგუფის კომპანიებისთვის ჩვენი მომხმარებლების ინფორმირება მათი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებულ ძირითად ასპექტებზე და ჩვენთან ურთიერთობისას მათი არჩევანის გათვალისწინება, ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, ჩვენ შევიმუშავეთ წინამდებარე პოლიტიკა, რომელიც მაქსიმალურად ზუსტ ინფორმაციას მოგაწვდით თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და ამ კუთხით თქვენი უფლებების შესახებ.
მომხმარებლებსა და ბიზნეს პარტნიორებთან ურთიერთობის ფარგლებში ჩვენ დროდადრო ვამუშავებთ თქვენი პერსონალური მონაცემების სხვადასხვა კატეგორიას, მკაცრად განსაზღვრული მოცულობითა და მიზნობრიობით, როგორც ეს აღწერილია წინამდებარე პერსონალური მონაცემების დაცვის პოლიტიკაში. აღნიშნული საჭიროა იმისათვის, რომ თქვენ, როგორც ჩვენმა მომხმარებელმა (კლიენტმა) ან ბიზნეს პარტნიორმა, შეძლოთ „მონოლით ჯგუფის“ მომსახურებით სარგებლობა და ჩვენთან ურთიერთობის საუკეთესო გამოცდილების მიღება.
პოლიტიკა შემუშავებულია საქართველოს კანონის “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” და ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციასთან (GDPR) შესაბამისობით.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკას შეგიძლიათ გაეცნოს კომპანიის ვებგვერდზე: HTTPS://MONOLITH.GE/KA/PRIVACY-POLICY
ტერმინთა განმარტებები
„პერსონალური მონაცემი“ (შემდგომში „მონაცემი“) არის ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება საიდენტიფიკაციო ნომრით ან პირის ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული თუ სოციალური ნიშნებით/მახასიათებლებით;
„განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემი“ არის მონაცემი, რომელიც დაკავშირებულია პირის რასობრივ ან ეთნიკურ კუთვნილებასთან, პოლიტიკურ შეხედულებებთან, რელიგიურ ან ფილოსოფიურ მრწამსთან, პროფესიულ კავშირში გაწევრებასთან, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან, სქესობრივ ცხოვრებასთან, ნასამართლობასთან, ადმინისტრაციულ პატიმრობასთან, პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან, პირთან საპროცესო შეთანხმების დადებასთან, განრიდებასთან, დანაშაულის მსხვერპლად აღიარებასთან ან დაზარალებულად ცნობასთან, აგრეთვე ბიომეტრიული და გენეტიკური მონაცემები, რომლებიც ზემოაღნიშნული ნიშნებით ფიზიკური პირის იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა.
„მონაცემთა დამუშავება“ არის მონაცემთა მიმართ ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არაავტომატური საშუალებების გამოყენებით შესრულებული ნებისმიერი ქმედება, კერძოდ, მონაცემთა გადაცემის, გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის გზით შეგროვება, ჩაწერა, ფოტოზე აღბეჭდვა, აუდიოჩაწერა, ვიდეოჩაწერა, ორგანიზება, შენახვა, შეცვლა, აღდგენა, გამოთხოვა, გამოყენება ან გამჟღავნება დაჯგუფება ან კომბინაცია, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება;
„მონაცემთა ავტომატური დამუშავება“ არის მონაცემთა ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით დამუშავება;
„მონაცემთა ნახევრად ავტომატური დამუშავება“ არის მონაცემთა ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით და არაავტომატური საშუალებებით დამუშავება;
„მონაცემთა სუბიექტი“ არის ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომლის შესახებ მონაცემიც მუშავდება;
„თანხმობა“ მონაცემთა სუბიექტის მიერ მის შესახებ მონაცემთა განსაზღვრული მიზნით დამუშავებაზე შესაბამისი ინფორმაციის მიღების შემდეგ ზეპირად, ტელეკომუნიკაციო ან სხვა შესაბამისი საშუალებით გამოხატული ნებაყოფლობითი თანხმობა, რომლითაც შესაძლებელი ხდება მონაცემთა სუბიექტის ნების ნათლად დადგენა;
„მონაცემთა დამმუშავებელი“ არის იურიდიული პირი, რომელიც ინდივიდუალურად ან სხვებთან ერთად განსაზღვრავს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მიზნებსა და საშუალებებს, უშუალოდ ან უფლებამოსილი პირის მეშვეობით ახორციელებს მონაცემთა დამუშავებას.
„ბიზნეს პარტნიორი“ არის ფიზიკური ან იურიდიული პირის წარმომადგენელი ფიზიკური პირი, რომელთანაც „მონოლით ჯგუფს“ გააჩნია სახელშეკრულებო ურთიერთობაში, დებს კომერციულ გარიგებებს, თანამშრომლობს ან იზიარებს რესურსებსა და პასუხისმგებლობებს საერთო მიზნების მისაღწევად. მაგალითად, ამგვარ პირებს წარმოადგენენ მომწოდებლები, დისტრიბუტორები, საშუამავლო კომპანიები, არქიტექტორები, ინჟინრები, მარკეტინგისა და გაყიდვების პარნიორები, კონტრაქტორები, კონსულტანტები, ინვესტორები, და სხვა სტრატეგიული პარტნიორები.
„მომხმარებელი“ ან „კლიენტი“ არის ფიზიკური პირი ან იურიდიული პირის წარმომადგენელი ფიზიკური პირი, რომლებსაც „მონოლით ჯგუფმა“ გაუწია ან უწევს მომსახურებას ან გამოხატავს თანამშრომლობის ინტერესს „მონოლით ჯგუფის ნებისმიერ პროექტთან მიმართებით საკუთრების ან სარგებლობის უფლების მოპოვების მიზნით, მათ შორის, ამ პირებს მიეკუთვნებიან „მონოლით ჯგუფის“ პროექტებში უძრავი ქონების მესაკუთრეები ან მოსარგებლეები, მიწის მესაკუთრეები, მოიჯარეები, დამქირავებლები, ამხანაგობების წევრი ფიზიკური პირები.
[წინამდებარე პოლიტიკაში ყველა ტერმინი გამოიყენება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შინაარსით, მათი ამ ნაწილში პირდაპირი აღნიშვნის გარეშე].
ჩვენს შესახებ
„მონოლით ჯგუფი“ წარმოადგენს სამშენებლო-დეველოპორულ კომპანიათა ჯგუფს და თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებისთვის პასუხისმგებელ იურიდიულ პირს („მონაცემთა დამმუშავებელი“). ის ჰოლდინგური კომპანიაა და აერთიანებს რამდენიმე კომპანიას, რომელთა მონაცემებია:
- შპს „მონოლით ჯგუფი“ (ს/კ 405017627)
- შპს „მონოლით ჯგუფი პლუსი“ (ს/კ 204943357)
- შპს „ემ. ჯი. ალიანსი“ (ს/კ 406175758)
- შპს „ტექნო ქონსთრაქშენი“ (ს/კ 405402372)
- შპს „ბაგები 19“ (ს/კ 405368711)
- შპს „მონოლით პანორამა I“ (ს/კ 405483926)
- შპს „მონოლით პანორამა II“ (ს/კ 405484195)
- შპს „მონოლით პანორამა VI“ (ს/კ 405484033)
- შპს „ორთაჭალა გრინ“ (ს/კ 405551282)
- შპს „ორთაჭალა ქონსთრაქშენი“ (ს/კ 405562591)
სათავო ოფისის მისამართია: თბილისი, სანდრო ეულის ქ. 15, 0186, საკონტაქტო ინფორმაცია: +995 595 99 77 00 , INFO@MONOLITH.GE.
მონაცემთა დამუშავებისთვის თითოეული კომპანია ცალ-ცალკე პასუხისმგებელია. მათ აქვთ სათანადო გარანტიები და დაცულობები შექმნილი იმისთვის, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მაქსიმალურად უსაფრთხოდ იქნეს დაცული.
მონაცემთა სუბიექტი
მონაცემთა სუბიექტი არის ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომლის შესახებ „მონოლით ჯგუფი“ ამუშავებს მონაცემებს. აღნიშნული პოლიტიკა ვრცელდება:
- არსებულ, ყოფილ და პოტენციურ მომხმარებლებებზე,
- რომლებიც/რომლებმაც გამოხატავენ/გამოხატეს ინტერესს/ინტერესი, ეწვევიან/ეწევიეს ან შეიძენენ/ შეიძინეს უძრავ ქონებას/უძრავი ქონება „მონოლით ჯგუფისგან;
- რომლებიც წარმოადგენენ „მონოლით ჯგუფის“ მიერ გასხვისებული უძრავი ქონებების მესაკუთრეებს ან მოსარგებლეებს (დამქირავებელი, მოიჯარე თუ სხვა);
- რომლებიც არიან უძრავი ქონების შესყიდვასთან კომუნიკაციის ან შესაბამისი ტრანზაქციების განმახორციელებელი პირები;
- ბიზნეს პარტნიორები
- ფიზიკური პირები ან იურიდიული პირის წარმომადგენელი ფიზიკური პირი, რომლებიც უზრუნველყოფენ „კომპანიას“ საქონელით ან მომსახურებით, ამ პოლიტიკით განსაზღვრული განმარტების მიხედვით;
- სტუმრები და ვიზიტორები:
- პირები, რომლებიც სტუმრობენ „კომპანიის“ ლოკაციებს ნებისმიერი მიზნით, მათ შორის, მაგრამ არ შემოიფარგლება შეხვედრებით, ინსპექტირებით ან ღონისძიებებით.
- პირები, რომლებიც გვიკავშირდებიან ციფრული პლატფორმების (ვებ.გვერდი), მათ შორის სოც ქსელების მეშვეობით.
- სხვა შესაბამისი მხარეები:
- ნებისმიერი სხვა პირი, რომლის პერსონალურ მონაცემებს აგროვებს, ამუშავებს ან მართავს კომპანია თავისი ოპერაციების დროს, მათ შორის, მაგრამ არამხოლოდ:
- მარეგულირებელი ორგანოები, სამთავრობო უწყებები ან კანონიერი წარმომადგენლები.
- ფინანსური ინსტიტუტები, მზღვეველები ან სხვა ბიზნეს პარტნიორები.
- მომსახურების მომწოდებლები, რომლებიც ჩართული არიან კომპანიის მიერ კონკრეტული ამოცანებისთვის ან პროექტებისთვის.
- ნებისმიერი სხვა პირი, რომლის პერსონალურ მონაცემებს აგროვებს, ამუშავებს ან მართავს კომპანია თავისი ოპერაციების დროს, მათ შორის, მაგრამ არამხოლოდ:
იურიდიული პირების შემთხვევაში მონაცემთა სუბიექტებად მიიჩნევიან ფიზიკური პირები, რომლებიც წარმოადგენენ ან მოქმედებენ იურიდიული პირის სახელით და მასთან დაკავშირებით. ამგვარ პირებს წარმოადგენენ ფიზიკური პირები, რომლებიც იკავებენ დირექტორის, პარტნიორის/აქციონერის, პასუხისმგებელი ოფიცრების, თანამშრომლების, უფლებამოსილი წარმომადგენლების ან იურიდიულ პირთან ურთიერთიერთობის ფარგლებში განსაზღვრული სხვა საკონტაქტო პირების პოზიციებს.
მონაცემთა დამუშავების პრინციპები
პერსონალური მონაცემების დამუშავებას „მონოლით ჯგუფი“ შემდეგი პრინციპების საფუძველზე ახორციელებს:
- კანონიერება, სამართლიანობა და გამჭვირვალობა: ჩვენი მხრიდან პერსონალური მონაცემები დამუშავდება კანონიერად, სამართლიანად და გამჭვირვალედ.
- მიზნის შეზღუდვა: ჩვენ პერსონალურ მონაცემებს ვაგროვებთ განსაზღვრული, აშკარა და ლეგიტიმური მიზნებისთვის და უზრუნველვყოფთ, რომ არ მოხდეს მათი შემდგომი დამუშავება ამ მიზნებთან შეუთავსებელი მიზნით.
- მონაცემთა მინიმიზაცია: ჩვენ ვცდილობთ, რომ დავამუშავოთ პერსონალური მონაცემების მინიმალური რაოდენობა, რომელიც აუცილებელია დანიშნულებისამებრ, და ვზღუდავთ არასაჭირო მონაცემების დამუშავებას.
- სიზუსტე: პერსონალური მონაცემები უნდა იყოს ზუსტი, განახლებული და დაუყოვნებლივ შესწორებული, თუ არაზუსტია. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ გადავდგათ გონივრული ნაბიჯები მონაცემთა სიზუსტის უზრუნველსაყოფად, იმ მიზნების გათვალისწინებით, რისთვისაც იგი მუშავდება.
- შენახვის შეზღუდვა: პერსონალური მონაცემები უნდა ინახებოდეს ისეთ ფორმაში, რომელიც მონაცემთა სუბიექტების იდენტიფიკაციის შესაძლებლობას იძლევა არა უმეტეს იმ მიზნებისათვის, რისთვისაც ეს მონაცემები მუშავდება. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ მონაცემები უსაფრთხოდ განადგურდეს, როდესაც აღარ დგას მათი შენახვის საჭიროება.
- ხელშეუხებლობა და კონფიდენციალურობა: ჩვენ ვცდილობთ, პერსონალური მონაცემები დავამუშავოთ იმგვარად, რომ უზრუნველყოფილი იქნეს სათანადო უსაფრთხოება, მათ შორის დაცვა არაავტორიზებული ან უკანონო დამუშავებისა და შემთხვევითი დაკარგვის, განადგურების ან დაზიანებისგან.
- ანგარიშვალდებულება: ჩვენ პასუხისმგებელნი ვართ, რომ მონაცემთა დამუშავება შეესაბამებოდეს მოქმედ მონაცემთა დაცვის რეგულაციისა საზედამხედველო ორგანოს მიერ დადგენილ მოთხოვნებს და მივმართავთ შესაბამისი ზომებს მონაცემთა დამუშავების აქტივობებთან, პოლიტიკასთან და პროცედურებთან დაკავშირებით გამჭვირვალობის, მონაცემთა სუბიექტებთან და მარეგულირებელ ორგანოებთან ნდობის უზრუნველყოფის მიზნით.
თავი 2. მონაცემთა დამუშავების კანონიერება და მონაცემთა სუბიექტის თანხმობა
მონაცემთა კატეგორიები
კომპანიასთან ურთიერთობის პერიოდში, აგრეთვე ურთიერთობის დასრულების შემდგომაც, კომპანია უფლებამოსილია წინამდებარე პოლიტიკის მიხედვით შესაბამისი მიზნებისა და საფუძვლებიდან გამომდინარე, განახორციელოს თქვენი მონაცემების დამუშავება.
კომპანიის მიერ მონაცემთა დამუშავება მოიცავს ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არაავტომატური საშუალებების მეშვეობით მონაცემთა მიმართ განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებას ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, კერძოდ, მონაცემთა მოპოვებას, შეგროვებას, მათზე წვდომას, ვიდეო მონიტორინგს, ფოტოგადაღებას, აუდიო მონიტორინგის ორგანიზებას, ურთიერთდაკავშირებას, შენახვას, შეცვლას, აღდგენას, გამოთხოვას, გამოყენებას ან გამჟღავნებას, მონაცემთა გადაცემის, გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის გზით, დაჯგუფებას ან კომბინაციას, დაბლოკვას, წაშლას ან განადგურებას.
„მონოლით ჯგუფთან“ თქვენი ურთიერთობის ხასიათისა და მონაცემთა დამუშავების მიზნისა და საფუძვლის გათვალისწინებით, ჩვენ შეიძლება დავამუშავოთ შესაბამის კატეგორიაში (კატეგორიებში) მითითებული ყველა ან მხოლოდ ზოგიერთი მონაცემი. კატეგორიზაცია არის პირობითი და შესაძლოა დროთა განმავლობაში განახლდეს.
- საიდენტიფიკაციო: მაგალითად, ასეთ მონაცემებს მიეკუთვნება თქვენი სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, ხელმოწერის ნიმუში, პირადობის მოწმობის/ მართვის მოწმობის/ პასპორტის ასლი;
- საკონტაქტო მონაცემებია თქვენი რეგისტრირებული ან/და საცხოვრებელი მისამართი, ელ.ფოსტა, მობილური და ქალაქის ტელეფონის ნომრები;
- ფინანსურია თქვენს საბანკო ანგარიშებზე ინფორმაცია (ბანკი, ელექტრონული საფულე, ანგარიშის ნომერი, და სხვა), რომლითაც მოხდება ანგარიშსწორება;
- სახელშეკრულებო: დეტალური ინფორმაცია ჩვენ მიერ თქვენთვის მიწოდებული პროდუქტებისა და გაწეული მომსახურების შესახებ თქვენსა და ჩვენს შორის არსებული ურთიერთობის ფარგლებში;
- მარეგულირებელი ჩარჩოს მოთხოვნებიდან გამომდინარე ინფორმაცია: ინფორმაცია, რომელიც ჩვენ შეიძლება მოგვეთხოვოს კანონმდებლობიდან გამომდინარე;
- ტექნიკური: ინფორმაცია თქვენ მიერ ჩვენი სერვისებით სარგებლობისას გამოყენებულ მოწყობილობაზე და სხვა ტექნიკური დეტალები, მაგალითად, ინტერნეტ პროტოკოლის (IP) მისამართი, ოპერაციულ სისტემა, ლოგ ჩანაწერები და სხვა, თქვენი სამსახურებრივი ელ.ფოსტებისა და ანგარიშების შესახებ ინფორმაცია;
- ადგილმდებარეობასთან დაკავშირებული: მონაცემები თქვენს ადგილსამყოფელთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლოა “მონოლით ჯგუფმა” მოიპოვოს თქვენი მობილური ტელეფონის საშუალებით ან კომპიუტერის ინტერნეტში ჩართვის მისამართიდან;
- კომუნიკაციის ჩანაწერები: მიმოწერა ჩვენთან, მათ შორის ელ.წერილი, წერილები და ზარის ჩანაწერები.
- მარკეტინგული პრეფერენციები: მარკეტინგული კომუნიკაციების მიღების თქვენი არჩევანის შესახებ ინფორმაცია, ასევე, კომუნიკაციის თქვენთვის სასურველ ფორმას, ინფორმაციას იმის შესახებ გამოიყენეთ თუ არა პირდაპირ მარკეტინგზე დათანხმების/უარის თქმის მექანიზმი;
- ქცევითი მონაცემები: დეტალები თქვენს ქცევასთან დაკავშირებით;
- აუდიო-ვიზუალური: მაგალითად, სატელეფონო ზარების ჩანაწერები, ვიდეო და აუდიო მონიტორინგის სისტემის ჩანაწერები, ფოტოსურათები;
- სარგებლობასთან დაკავშირებული: ინფორმაცია თქვენ მიერ ჩვენი ქონების გამოყენებასთან დაკავშირებით;
- სოციო-დემოგრაფიული: თქვენს მოქალაქეობასთან, განათლებასთან, პროფესიასთან, სამუშაო ადგილთან, ოჯახთან და სხვ. დაკავშირებული მონაცემები, ასევე ენა, სქესი, ასაკი, სოციალური სტატუსი;
- ინტერაქციული: თქვენ მიერ ჩვენთან კომუნიკაციისას საკონტაქტო ფორმების შევსებისას, ტელეფონით, ელ-ფოსტით და სხვა არხებით (მათ შორის სოც მედიის საშუალებით) დაფიქსირებული ინფორმაცია;
- რეესტრები და საჯარო მონაცემები: ინფორმაცია თქვენ შესახებ, რომელიც აღრიცხულია სხვადასხვა მონაცემთა ბაზაში; დაცულია საჯარო ჩანაწერებში (მაგალითად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში), ასევე ის ინფორმაცია თქვენ შესახებ, რომელიც ღიად ხელმისაწვდომია ინტერნეტ სივრცეში ან სხვაგვარად;
- განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები: ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია მაგალითად ეთნიკურ კუთვნილებასთან, ნასამართლობასთან, ჯანმრთელობასთან, მათ შორის ნარკოლოგიური, ასევე ბიომეტრიული მონაცემები, როგორიცაა სახის გამოსახულება და სხვ. ჩვენ მოვიპოვებთ თქვენს მკაფიო თანხმობას აღნიშნული ტიპის პერსონალური მონაცემების შეგროვებაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კანონმდებლობა ითვალისწინებს მსგავსი მონაცემების დამუშავებას თქვენი თანხმობის გარეშე;
- დოკუმენტური: სხვადასხვა ფორმატის დოკუმენტებსა თუ მათ ასლებში თქვენ შესახებ დაცული ინფორმაცია, მაგალითად, თქვენი პასპორტი, მართვის მოწმობა, დაბადების მოწმობა, სატრანსპორტო საშუალების მოწმობა, ამონაწერები.
გაითვალისწინეთ, რომ ჩვენ დამატებით შესაძლოა დავამუშავოთ ნებისმიერი სხვა მონაცემი, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ არ არის აღნიშნული წინამდებარე სიაში, უკავშირდება მონაცემთა სუბიექტს და შესაძლებელს ხდის მის იდენტიფიცირებას და დახასიათებას ან/და სხვა პირებთან დაჯგუფებას.
პერსონალურ მონაცემთა შეგროვების გზები
ძირითადად, მონაცემთა შეგროვება ხორციელდება სამი გზით:
- მონაცემთა შეგროვება უშუალოდ თქვენგან: როდესაც თქვენ გამოხატავთ ინტერეს ჩვენი კომპანიის მიერ შეთავაზებული პროდუქტისადა მომსახურების მიმართ (ფიზიკური თუ ელექტრონული ფორმით) ან უშუალოდ იძენთ/ იყენებთ მათ. ეს შესაძლოა განხორციელდეს ჩვენს ვებ-გვერდზე განთავსებული საკონტაქტო ფორმების მეშვეობით, ჩვენთან ზარის განხორციელებით ან წერილების, მათ შორის, ელ. წერილებისა და სოციალური ქსელების გამოყენებით. მონაცემები შეიძლება შეგროვდეს თქვენ მიერ კონკურსსა თუ გამოკითხვაში, აქციაში მონაწილეობის შედეგადაც და უშუალოდ თქვენთან სახელშეკრულებო ურთიერთობისთვის. მოცემული ინფორმაცია ჩვენ გვჭირდება იმისათვის, რათა შევძლოთ თქვენთვის სათანადო მომსახურების გაწევა და მოთხოვნის დამუშავება. მონაცემთა შემგროვებელი/დამმუშავებელ პირთა მიმართ პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია არაავტორიზებული წვდომისგან დაცვის მიზნებისთვის.
- მონაცემთა შეგროვება მესამე პირებისგან, რომლის ფარგლებშიც, ხელშეკრულებით ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მათ შორის, სადაც საჭიროა თქვენი თანხმობა, კომპანიამ შესაძლოა ინფორმაცია მოიპოვოს გარე წყაროებისგან/მესამე პირებისგან. მაგალითად, ასეთები შეიძლება იყვნენ თქვენი მომსახურე ბანკ(ებ)ი, სხვადასხვა საზედამხედველო, მაკონტროლებელი ან/და სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და იურიდიული პირები, როგორიც არის სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, სსიპ შემოსავლების სამსახური; ელექტრონული კომუნიკაციების კომპანია, შუამავალი პირები, მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნისა და საფოსტო და მიწოდების სერვისების პროვაიდერები.
- მონაცემების შეგროვება მონაცემთა რეესტრებიდან და საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან - ჩვენ შეიძლება მოვიპოვოთ თქვენი მონაცემები საჯარო, სამეწარმეო, მოვალეთა და სხვა შესაბამისი რეესტრებიდან და საჯარო წყაროებიდან.
მეტი თვალსაჩინოებისთვის, გამოვყოფთ რამდენიმე ძირითად შემთხვევას. მაგალითად:
- ისეთი ელექტრონული მომსახურებით (ვებ.გვერდი, სოც.ქსელი) სარგებლობის დროს, როგორიც არის ჩვენს ვებ-გვერდზე ვიზიტი ან ჩვენს მიერ შემოთავაზებული სხვა ელექტრონული კომუნიკაციის არხის გამოყენება, გროვდება თქვენი პერსონალური მონაცემები მარკეტინგული, სტატისტიკური და ანალიტიკური მიზნებისათვის. თქვენი ბრაუზერი ავტომატურად გვაცნობებს:
- საკონტაქტო მონაცემი
- ვებ-გვერდს, საიდანაც ხდება თქვენი ჩვენთან გადმომისამართება;
- თქვენს IP მისამართი;
- დაშვების თარიღსა და დროს;
- ბრაუზერს, რომელსაც იყენებთ;
- თქვენი მოწყობილობის ოპერაციულ სისტემას.
ჩვენ ვიყენებთ აღნიშნულ ინფორმაციას სტაბილური კავშირის უზრუნველსაყოფად. თუ თქვენ ბრაუზერში ან სხვა პარამეტრებში ჩართული გაქვთ გეო-ლოკაცია, ჩვენმა ვებ-გვერდმა შესაძლოა მოცემული ინფორმაცია გამოიყენოს თქვენი თქვენთვის სპეციფიკური მომსახურების შემოთავაზების დადგენის მიზნებისათვის. თქვენი მდებარეობის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ ამ მიზნებისთვის იქნება გამოყენებული.
- ქუქი ფაილები
ჩვენი ვებ-გვერდი იყენებს ქუქი ფაილებს (Cookies), რომლებიც წარმოდგენილია ტექსტური ფაილების ფორმით და შეიცავს მცირე მოცულობის ინფორმაციას, რომელიც ჩამოიტვირთება კონკრეტულ ვებ-გვერდზე შესვლისას თქვენს კომპიუტერსა ან მობილურ მოწყობილობაში. ვებ-გვერდზე თითოეული ვიზიტის განხორციელებისას, ქუქი-ფაილები იგზავნება უკან იმ ვებ-გვერდზე, რომლისგანაც ისინი მომდინარეობს, ან გადაინაცვლებს სხვა ვებგვერდზე, რომელიც ცნობს ამ ქუქი-ფაილს. ქუქი-ფაილები იმ მიზნით არის ფართოდ გამოყენებადი, რომ ვებსაიტი ფუნქციონირებდეს, ან უფრო ეფექტურად ფუნქციონირებდეს, ამასთანავე იმისათვის, რათა უზრუნველყოს ვებ-გვერდის მფლობელებისთვის ინფორმაციის მიწოდება.
ქუქი-ფაილები მრავალფუნქციურია, რაც მოიცავს იმას, რომ გვეხმარებიან გვერდებს შორის ეფექტურ ნავიგაციაში, იმახსოვრებენ იმას, რას ვანიჭებთ უპირატესობას და ზოგადად, აუმჯობესებენ მომხმარებლის გამოცდილებას. მაგალითად, ქუქი-ფაილებმა შეიძლება მიგვანიშნონ, ადრეც იყავით ვებ-გვერდზე, თუ ხართ ახალი ვიზიტორი. აგრეთვე, ქუქი ფაილების საშუალებით ხდება უზრუნველყოფა, რომ რეკლამები/შეთავაზებები იყოს პერსონიფიცირებული.
ქუქი-ფაილების მეშვეობით თქვენს შესახებ ვაგროვებთ თქვენს მიერ ელექტრონული მომსახურებების გამოყენების თაობაზე ისეთ ინფორმაციას, როგორიცაა მაგალითად აპლიკაციების გამოყენება, ფაილების ძიება, მომხმარებლის აქტიურობა (მაგ. ნანახი გვერდები, კონკრეტულ გვერდზე დახარჯული დრო, ქმედებები და ა.შ.) დროის მარკები, შეტყობინებები. ინფორმაციის შეგროვება ხდება ინციდენტების აღმოფხვრის მიზნით, ასევე თქვენს მიერ სერვისების გამოყენების შესახებ კვლევისა და ანალიზის მიზნების ფარგლებში.
საიტზე შესვლისთანავე, თქვენ უფლება გენიჭებათ, მიიღოთ ან არ მიიღოთ ქუქი-ფაილები. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ქუქი-ფაილების უარყოფით ვეღარ შეძლებთ ვებ-გვერდის ფუნქციონალით სრულად სარგებლობას.
ვებ-გვერდზე იხილავთ ქუქი ფაილების შესახებ განთავსებულ ინფორმაციას.
- მომხმარებლის მიერ გაზიარებული მონაცემები (ინტერაქცია)
თქვენი მხრიდან ჩვენთან ინტერაქციისას,როგორც ელექტრონული, ასევე, არაელექტრონული საშუალებებით, ჩვენი პროდუქტის ან მომსახურების შეძენისას, ჩვენთან სახელშეკრულებო ურთიერთობის შემთხვევაში, შეიძლება გაზიარდეს შემდეგი პერსონალური ინფორმაცია:
- სახელი, გვარი
- პირადი ნომერი;
- ტელეფონის ნომერი;
- ელ-ფოსტის მისამართი;
- დაბადების თარიღი;
- მისამართი;
- ქალაქი;
- მოქალაქეობა.
- სატელეფონო ან სოც.ქსელების მეშვეობით საუბრის/მიმოწერის დროს, შეიძლება დამატებით გაზიარდეს:
- სატელეფონო საუბრის ხმოვანი ჩანაწერი;
- სახელი, გვარი;
- საკონტაქტო ინფორმაცია (მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელ.ფოსტის მისამართი)
- თქვენი კომუნიკაცია ჩვენს წარმომადგენელთან/თანამშრომელთან ტექსტური სახით.
მონაცემთა დამუშავების საფუძველი და მიზანი
თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, თქვენთან ურთიერთობის ხასიათისა და კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, ხორციელდება სხვადასხვა მიზნითა და სამართლებრივი საფუძვლით.
„მონოლით ჯგუფი“ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას ახორციელებს იმ მიზნით, რომ მოახდინოს მომხმარებელთა იდენტიფიცირება და შესაბამისი პროდუქცის ან მომსახურების მიწოდება/მიღება. ამისათვის, ჩვენ შეიძლება დაგვჭირდეს თქვენი საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო ინფორმაცია, ადგილმდებარეობასთან დაკავშირებული ინფორმაცია, ტრანზაქციული, სოციო-დემოგრაფიული, ბიომეტრიული მონაცემები, აუდიო ვიზუალური, ინტერაქციული, სახელშეკრულებო, რეესტრის და საჯარო ან/და სხვა მონაცემი, რომელიც საჭირო იქნება და დაგვეხმარება დასახული მიზნის მიღწევაში.
თქვენი პერსონალურ მონაცემთა დამუშავების საფუძველი არის ა) თქვენს მიერ გამოხატული თანხმობა; ბ) ხელშეკრულების დადება ან შესრულება; გ) თქვენთვის მომსახურების გაწევა; დ) ჩვენი კანონისმიერი ვალდებულება; ე) კომპანიის ლეგიტიმური ინტერესი, რომელიც ითვალისწინებს მათ შორის, რომ ეფექტურად შევასრულოთ სახელშეკრულებო ან სამართლებრივი ვალდებულებები; მოვახდინოთ პრევენცია თაღლითობის/შესაძლო თაღლითობის, ფულის გათეთრების, ტერორიზმის დაფინანსების, არაავტორიზებული წვდომის და/ან ჩვენი სერვისების ბოროტად გამოყენების და სხვა დანაშაულის პრევენცია, გამოვლენა, სისხლისსამართლებრივი დევნა; უზრუნველვყოთ, რომ ნამდვილი და ზუსტი იყოს თქვენს შესახებ დაცული ჩანაწერები და ეფექტურად ვმართოთ ჩვენი საოპერაციო რისკები.
აგრეთვე, თქვენი პერსონალურ მონაცემთა დამუშავების საფუძველს წარმოადგენს ჩვენი ლეგიტიმური ინტერესი, განვავითაროთ სერვისები, შემოგთავაზოთ გაუმჯობესებული მომსახურება და გავზარდოთ ბიზნესი, აღმოვფხვრათ არსებული ნაკლოვანებები.
მიზანი 1. სამშენებლო პროექტის მენეჯმენტი და სახელშეკრულებო ვალდებულებათა შესრულება:
აღნიშნული მიზნით პერსონალური მონაცემების დამუშავება საჭიროა ჩვენი მხრიდან სახელშეკრულებო ვალდებულებების შესასრულებლად და შეთანხმებული მომსახურებების მომხმარებლებისთვის მისაწოდებლად. ჩვენ შესაძლებელია დავამუშავოთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია (მომხმარებლების ან შესაბამისი პროექტით დაინტერესებული მხარეების სახელები/გვარები, მისამართები, ტელეფონის ნომრები, ელექტრონული ფოსტის მისამართები), ფინანსური ინფორმაცია, თქვენი ინტერესის უშუალო სპეციფიკაცია (პროექტი, სამუშაოს მოცულობა, ვადები, ეტაპები და მოთხოვნები, მდებარეობა, გეგმები, ნებართვები და სხვა მარეგულირებელი ოქმები); კომუნიკაციის ჩანაწერები: კორესპონდენცია, შეხვედრის ოქმები და დოკუმენტაცია.
საფუძველი: (ა), (ბ), (გ) და (ე)
მიზანი 2: მომხმარებლებთან/ბიზნეს პარტნიორებთან ურთიერთობის მენეჯმენტი:
ჩვენთვის მნიშვნელოვანია კლიენტებთან ძლიერი კომუნიკაციისა და ურთიერთობების ხელშეწყობა მთელი პერიოდის განმავლობაში. ამ მიზნით შესაძლებელია, გარდა საკონტაქტო/საიდენტიფიკაციო მონაცემებისა დამუშავდეს ფინანსური, სოციო-დემოგრაფიული, ქცევითი, დოკუმენტური მონაცემები, თქვენთან კომუნიკაციის პრეფერენციები (პრეფერენციები საკომუნიკაციო არხებისთვის, ენის პრეფერენციები და განახლებების სიხშირე), გამოხმაურება და გამოკითხვები (კლიენტების გამოხმაურება, კმაყოფილების გამოკითხვები და უკუკავშირები სერვისებთან დაკავშირებით), კომუნიკაციის ჩანაწერები (მომხმარებლებთან ურთიერთობის, მოთხოვნების, საჩივრებისა და გადაწყვეტილებების შესახებ); ტრანზაქციული ისტორია: კლიენტის ტრანზაქციების ისტორია, შესყიდვების ჩანაწერები და წარსულ პროექტებში ჩართულობა/ ინტერესი.
აქვე გაითვალისწინეთ, როდესაც თქვენ უკვე ჩვენი კონკრეტული პროექტის მობინადრე ხდებით, თქვენი საკონტაქტო მონაცემები კომუნიკაციის გაადვილებისა და დროული რეაგირების მიზნებისთვის მუშავდება სოციალურ ქსელებში (მაგ. Whatsapp) ჯგუფის/საკომუნიკაციო არხებისთვის. თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება, რომ დატოვოთ აღნიშნული ჯგუფი/საკომუნიკაციო არხი.
საფუძველი: (ა), (ბ), (გ) და (ე)
მიზანი 3: ფინანსური მენეჯმენტი
აღნიშნული მიზნით ჩვენ გარდა საკონტაქტო და საიდენტიფიკაციო მონაცემებისა შეიძლება დავამუშავოთ გადახდის ინფორმაცია (ჩვენთან განხორციელებული ტრანზაქციის ფარგლებში თქვენი საბანკო ანგარიშის დეტალები, გადახდის ისტორია და ტრანზაქციის ჩანაწერები), ბილინგის/ინვოისის დეტალები (ბილინგის მისამართები, ინვოისის ნომრები, გადახდის პირობები და ღირებულება); მსყიდველუნარიანობის/გადახდისუნარიანობის შემოწმება (საკრედიტო შემოწმებისთვის ან დაფინანსების, შიდა უპროცენტო განვადებით სარგებლობისთვის); საგადასახადო დოკუმენტაცია: საგადასახადო საიდენტიფიკაციო ნომრები, გათავისუფლების მოწმობები ან სხვა საგადასახადო ინფორმაცია, რომელიც საჭიროა ინვოისის და საგადასახადო შესაბამისობისთვის.
საფუძველი: (ა), (ბ), (გ), (დ) და (ე)
მიზანი 4: მარკეტინგული აქტივობების წარმართვა და ბიზნესის განვითარება:
თქვენი პერსონალური მონაცემების შეიძლება დამუშავდეს მარკეტინგული მიზნებით, მათ შორის, პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვისაც. ეს საჭიროა იმისთვის, რომ ჩვენ სწორედ და ტარგეტირებულად დავგეგმოთ ჩვენი აქციები, მოგაწოდოთ ინფორმაცია ჩვენს შემოთავაზებებზე, პროდუქტებსა თუ მომსახურებაზე, პოპულარიზაცია გავუწიოთ „მონოლით ჯგუფის“ პროექტებს და მოვიზიდოთ პოტენციური კლიენტები/ბიზნეს პარტნიორები.
საფუძველი: (ა), (ბ) და (ე)
მიზანი 5: ხარისხის უზრუნველყოფა და გაუმჯობესება
ჩვენთვის მნიშვნელოვანია მომხმარებლებისა და ბიზნეს პარტნიორების მხრიდან უკუკავშირი, რათა შევაფასოთ ჩვენი მომსახურების ხარისხი და ვიზრუნოთ მის გაუმჯობესებაზე. ჩვენ ვცდილობთ, ვიზრუნოთ კლიენტის კმაყოფილებაზე, რათა შევინარჩუნოთ კომპანიის საუკეთესო რეპუტაცია.
საფუძველი: (ა), (ბ) და (ე)
მიზანი 6: დანაშაულის ან სხვაგვარი არაკეთილსიდისიერი ქმედების გამოვლენა/აღკვეთა, საკუთრებისა და უსაფრთხოების დაცვა
საკუთრებისა და უსაფრთხოების დაცვას ჩვენ ჩვენს უპირობო ვალდებულებად მივიჩნევთ. ამ მიზნით ჩვენ შეიძლება დავამუშავოთ თქვენი საკონტაქტო-საიდენტიფიკაციო, ბიომეტრიული, აუდიო-ვიზუალური, ტექნიკური და სხვა სახის ინფორმაცია, რომელიც დანაშაულის თავიდან აცილებაში, მის გამოვლენაში, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვაში დაგვეხმარება.
საფუძველი: (ა), (დ) და (ე)
მიზანი 7: რეგულატორულ მოთხოვნებთან შესაბამისობა:
ჩვენ შესაძლოა დავამუშავოთ პერსონალური მონაცემები, რათა უზრუნველვყოთ მოქმედ რეგულაციებსა და სახელშეკრულებო ვალდებულებებთან შესაბამისობა. ეს შესაძლოა გამოწვეული იყოს მარეგულირებელი ორგანოების, ინდუსტრიის სტანდარტებისა და ხელშეკრულებების მიერ დაწესებული სამართლებრივი მოთხოვნების შესასრულებლად, როგორც კლიენტის ინტერესების, ასევე კომპანიის სამართლებრივი მდგომარეობის დაცვის მიზნით.
საფუძველი: (ა), (დ) და (ე)
შენიშვნა: კომპანია უფლებამოსილია, რომ დაამუშავოს თქვენი მონაცემები სხვა მიზნებითაც, იმ შემთხვევაში, როდესაც დამუშავების შემდგომი მიზანი თავსებადია თავდაპირველ მიზანთან.
შესაძლებელია, რომ მონაცემთა დამუშავების საფუძველი მეტად დაკონკრეტდეს ან გაფართოვდეს. ეს დამოკიდებული იქნება კონკრეტულ მიზანზე და მონაცემთა დაცვის რეგულაციებზე. ამასთან, მხედველობაში მიიღეთ რომ მონაცემთა დამუშავების შემთხვევაში ჩამოთვლილი მიზნები და საფუძვლები შეიძლება არსებობდეს, როგორც ალტერნატიულად, აგრეთვე კუმულატიურად და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ჩვენ უზრუნველვყოფთ მაქსიმალურ გამჭვირვალობას საფუძვლებისა და მიზნების მიმართულებით.
მონაცემთა სუბიექტის თანხმობა
იმ შემთხვევებში, სადაც მონაცემთა სუბიექტის თანხმობაა საჭირო, ჩვენ უზრუნველვყოფთ ასეთი თანხმობის მიღებას მონაცემთა შეგროვების დროს, ასევე, საჭიროების შემთხვევაში მის დამუშავებამდე. თუ დამუშავების ახალი მიზანი გაჩნდა, ჩვენ უზუნველვყოფთ თანხმობის განახლებას მონაცემთა სუბიექტისგან. აქვე, ჩვენ შებოჭილი ვართ შემდეგი პრინციპებით:
- თანხმობის მოთხოვნა წარმოდგენილი იყოს გასაგები და ადვილად ხელმისაწვდომი ფორმით, მკაფიო და მარტივი ენით;
- თანხმობა გაიცეს ისე, რომ ნათლად გამოირჩეოდეს ნებისმიერი სხვა საკითხისგან, რაზეც მონაცემთა სუბიექტს შეუძლია თანხმობა განაცხადოს;
- თანხმობა მოცემულია მონაცემთა სუბიექტის მიერ თავისუფლად და აშკარა ნების გამოვლენის საფუძველზე;
- თანხმობა არ არის მიღებული წინასწარ მონიშნული უჯრების (ბოქსების) სახით;
- როდესაც დგას ამის საჭიროება, თანხმობა მოცემულია პერსონალური მონაცემების დამუშავების კონკრეტული მიზნებისთვის;
- როდესაც თანხმობა მოცემულია მონაცემთა სუბიექტის მიერ ელექტრონული ან სხვა ავტომატური საშუალებებით, ის ავტომატურად ინახება დაცულ გარემოში;
- განცხადება ან თანხმობის გაუქმება ინახება შემდეგ ინფორმაციასთან ერთად: მონაცემთა სუბიექტის სახელი/გვარი, განცხადების/თანხმობის გაუქმების თარიღი და წესი, მონაცემთა სუბიექტისთვის გადაცემული ნებისმიერი შეტყობინება;
- მონაცემთა სუბიექტები ინფორმირებულნი არიან თავიანთი უფლების შესახებ;
- თანხმობის გაუქმება პრაქტიკულად ისეთივე მარტივია, როგორც თანხმობის გაცემა;
- თანხმობის გაუქმების შემთხვევაში არსებობს შესაბამისი ორგანიზაციული და ტექნიკური ზომები, რათა მოხდეს დამუშავების შეწყვეტა; და
- განცხადების/თანხმობის მოხსნის დამადასტურებელი დოკუმენტები ადვილად ხელმისაწვდომია.
თქვენ, როგორც მონაცემთა სუბიექტი, წინამდებარე პოლიტიკის გაცნობისას თანხმობას აცხადებთ, რომ თქვენი „მონოლით ჯგუფთან“ ურთიერთობიდან გამომდინარე და მის ფარგლებში, ჩვენს მომსახურებებზე განაცხადის გაკეთებით ან მათი ერთჯერადად ან განგრძობადად გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას „მონოლით ჯგუფის“ მიერ ამავე პოლიტიკის „მონაცემთა დამუშავების მიზანი და საფუძველი“ თავში ჩამოთვლილი მიზნებისთვის. თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით ჩვენს პოლიტიკას, რომელიც გაწვდით დამატებით დეტალებს იმის შესახებ, თუ როგორ ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს და თქვენ გაქვთ უფლება გააუქმოთ თქვენი თანხმობა ნებისმიერ დროს ყოველგვარი საფასურის გადახდის გარეშე. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ამან შეიძლება გავლენა იქონიოს ჩვენს უნარზე, მოგაწოდოთ გარკვეული მომსახურებები ან ხელი შეუშალოს მათ გამოყენებას. ჩვენი მომსახურებებით სარგებლობა გულისხმობს თქვენს განგრძობად თანხმობას პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე ჩვენი პოლიტიკის შესაბამისად.
პირდაპირი მარკეტინგი
ჩვენ უზრუნველვყოფთ პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების არჩევანის თავისუფლებას. პირდაპირი მარკეტინგი გულისხმობს ტელეფონის, ფოსტის, ელექტრონული ფოსტის ან სხვა ელექტრონული საშუალებით მონაცემთა სუბიექტისთვის ინფორმაციის პირდაპირ და უშუალო მიწოდებას ჩვენი საქონლის, იდეის, მომსახურების, სამუშაოს ან/და წამოწყების, აგრეთვე საიმიჯო და სოციალური თემატიკისადმი ინტერესის ფორმირების, შენარჩუნების, რეალიზაციის ან/და მხარდაჭერის მიზნით.
ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ თქვენი პერსონალური მონაცემები პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის, თუ ჩვენ გვაქვს აღნიშნულ საკითხზე თქვენი თანხმობა, საჭიროების შემთხვევაში, წერილობითი ფორმით. თქვენ გაქვთ უფლება, უარი თქვათ მარკეტინგული კომუნიკაციების მიღებაზე ნებისმიერ დროს, კომუნიკაციაში მოცემული ინსტრუქციების შესაბამისად ან უშუალოდ ჩვენთან დაკავშირებით. ჩვენ დაუყოვნებლივ გავითვალისწინებთ თქვენს მოთხოვნას.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მაშინაც კი, თუ თქვენ უარი თქვით მარკეტინგული კომუნიკაციების მიღებაზე, ჩვენ მაინც შეიძლება დაგიკავშირდეთ არამარკეტინგული მიზნებისთვის. ჩვენ მზად ვართ, უზრუნველვყოთ, რომ ჩვენი მარკეტინგული პრაქტიკა შეესაბამებოდეს მონაცემთა დაცვის რეგულაციებს და პატივი ვცეთ თქვენი კონფიდენციალურობის პრეფერენციებს. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემების დამუშავებაზე წერილობითი თანხმობის არარსებობის შემთხვევაში ჩვენ მოკლებული ვიქნებით შესაძლებლობას, განვახორციელოთ თქვენთვის მომსახურების/პროდუქტების და პერსონალური ბენეფიტების შეთავაზება.
დამატებით გატყობინებთ, რომ თუ თქვენ, ამავდროულად, წარმოადგენთ ჩვენი არსებული ან/და პოტენციური მომხმარებელი/ ბიზნეს პარტნიორი იურიდიული პირის ხელმძღვანელს, წარმომადგენელს, უფლებამოსილ ან/და ამ იურიდიულ პირთან ნებისმიერი სხვა ფორმით ასოცირებულ პირს, ჩვენ უფლებამოსილები ვართ დავამუშავოთ თქვენი პერსონალური მონაცემები, როგორც აღნიშნულ იურიდიულ პირთან დაკავშირებული ინფორმაცია და გამოვიყენოთ აღნიშნული ინფორმაცია იურიდიული პირისთვის მომსახურების გაწევის, მათ შორის პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის.
პირდაპირ მარკეტინგზე თანხმობა
წინამდებარე პოლიტიკაზე პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის გათვალისწინებულ ღილაკზე დათანხმება გულისხმობს პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის თანხმობის გაცემას. გაითვალისწინეთ, რომ უკვე გაცემული თანხმობების შემთხვევაში აღნიშნული ღილაკის მონიშვნის გარეშე დატოვება არ გულისხმობს თქვენი არჩევანის შეცვლას (თანხმობის გამოხმობას) და ამ შემთხვევაში თქვენ უნდა იხელმძღვანელოთ „პირდაპირ მარკეტინგზე უარის თქმის უფლების“ ქვეთავში მითითებული ინსტრუქციით. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ უფლებამოსილები ვართ დავამუშავოთ თქვენი მონაცემები პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის.
როდესაც თქვენ ეთანხმებით წინამდებარე პოლიტიკით გათვალისწინებულ პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის გათვალისწინებულ ღილაკს ეს გულისხმობს, რომ ეთანხმებით შემდეგი შინაარსის ტექსტს :
„მე, მონაცემთა სუბიექტი, თანახმა ვარ, რომ “მონოლით ჯგუფმა” პირდაპირი მარკეტინგისა მიზნით დაამუშავოს ჩემი პერსონალური მონაცემები, როგორიც არის საკონტაქტო, საიდენტიფიკაციო, ტრანზაქციული, სოციო-დემოგრაფიული, ინტერაქციული, გეო-ლოკაციის და სხვა მონაცემები. აღნიშნული შეიძლება განხორციელდეს ელექტრონული ფოსტით, SMS-ით, ტელეფონით ან სხვა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. აღნიშნული თანხმობით ის უფლებამოსილია მე დამიკავშირდეს ელექტრონული ფოსტით, ტელეფონით, მოკლე ტექსტური შეტყობინებით ან საფოსტო სერვისით ან სხვა საკომუნიკაციო საშუალებით (მათ, შორის სოც. ქსელით), რათა მომაწოდოს ინფორმაცია მისი საქონლის, იდეის, მომსახურების, სამუშაოს ან/და წამოწყების, აქტივობების, საინფორმაციო ბიულეტენის, ვაკანსიების, აქციებისა და ღონისძიებების, აგრეთვე საიმიჯო და სოციალური თემატიკისადმი ინტერესის ფორმირების, შენარჩუნების, რეალიზაციის ან/და მხარდაჭერის მიზნით.
მე ინფორმირებული ვარ, რომ ჩემი თანხმობა არის უვადო და უფლება მაქვს, უარი ვთქვა (გამოვიხმო) ეს თანხმობა ნებისმიერ დროს, წინამდებარე პოლიტიკაში მოწოდებული ინსტრუქციების დაცვით ყოველგვარი დამატებითი საფასურის გადახდის გარეშე ელექტრონულ ფოსტაზე DPD@MONOLITH.GE კომუნიკაციის გზით.“
პირდაპირ მარკეტინგზე უარის თქმის უფლება
ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს პრეფერენციებს და უფლებას გააკონტროლოთ, თუ როგორ გამოიყენება თქვენი პერსონალური მონაცემები მარკეტინგული მიზნებისთვის. თუ არ გსურთ, რომ ჩვენგან მიიღოთ პირდაპირი მარკეტინგული კომუნიკაციები, თქვენ ნებისმიერ დროს ყოველგვარი საფასურის გადახდის ან სხვა შეზღუდვის გარეშე გაქვთ უფლება ისარგებლოთ მონაცემთა სუბიექტისთვის კანონით გათვალისწინებული უფლებებით, მათ შორის, გამოხმობის (თანხმობაზე უარის თქმის) უფლებით. ამისათვის, უნდა დაგვიკავშირდეთ ელექტრონულ ფოსტაზე *DPD@MONOLITH.GE.*
უარის თქმის შემთხვევაში, ჩვენ დაუყოვნებლივ შევწყვეტთ თქვენთვის მარკეტინგული კომუნიკაციების გაგზავნას.
თავი 3. მონაცემთა დამუშავების პროცესების მართვა, მესამე პირების წვდომა პერსონალურ მონაცემებზე, საერთაშორისო გადაცემა
მესამე პირების წვდომა და საერთაშორისო გადაცემა
„მონოლით ჯგუფს თავისი ინტერესებისა და მომხმარებელეთათვის/ ბიზნეს პარტნიორებისთვის სახელშეკრულებო ან სხვაგვარ ვალდებულებათა შესასრულებლად ესაჭიროება საქართველოს ფარგლებში ან/და მის ფარგლებს გარეთ ოპერირებადი მომსახურების პროვაიდერები. მათთან ურთიერთობის დამყარების მიზანს წარმოადგენს თქვენთვის სრულყოფილი მომსახურების მიწოდება და ჩვენზე დაკისრებული ვალდებულების ჯეროვნად შესრულება. შესაბამისად, წვდომა თქვენს პერსონალურ მონაცემებზე შეზღუდულად და მიზნობრიობის ფარგლებში სწორედ მათ შეიძლება გააჩნდეთ. მესამე პირებს შეიძლება წარმოადგენდნენ: IT მიმართულება (სერვერის, პროგრამული პროდუქტისა და უზრუნველყოფის (სოფტისა და აპლიკაციის) მიმწოდებელი), მარკეტინგისა და გაყიდვების პარტნიორები, იურიდიული/ საფოსტო/ საგადახდო/ მარკეტინგული მომსახურების მიმწოდებელი) და სხვა პირები, როგორებიც არის საშუამავლო კომპანიები, სარეკლამო სააგენტოები, სტატისტიკის მწარმოებელი ორგანიზაციები (ბიზნეს პარტნიორები). ამასთან, ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ საჭიროებისამებრ გავუზიაროთ მომხმარებლის მონაცემები, ვიტენებთ შეძლებისდაგვარად არაპერსონიფიცირებული და ანონიმური მონაცემების გაზიარების მეთოდს და სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში ვქმნით პერსონალური მონაცემების დამუშავების სათანადო გარანტიებს, მათ შორის, განვსაზღვრავთ მიმღები მხარის ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობებს.
გარდა ამისა, შესაძლებელია თქვენი პერსონალური მონაცემები გაზიარდეს სახელმწიფო უსაფრთხოების მოსამსახურე პირებზე, აგრეთვე, ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების ან/და თავდაცვის, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობ ის, პროდუქტის უვნებლობის შემოწმების ინტერესების მომსახურე პირებს. მოცემულ შემთხვევაშიც კი, ჩვენ მაქსიმალურად მიზნობრივად და შეზღუდული სახით გავცემთ წვდომას თქვენს პერსონალურ მონაცემებზე.
ისეთი მონაცემთა კატეგორია, რომელიც შეიძლება მესამე პირებზე გაზიარდეს, მოიცავს საკონტაქტო, საიდენტიფიკაციო, სახელშეკრულებო და ინტერაქციული, ტექნიკური (როგორიცაა ადგილმდებარეობის) და მარკეტინგულ მონაცემებს. ჩვენ უზრუნველვყოფთ გონივრული ნაბიჯების გადადგმას იმისათვის, რათა შევქმნათ სათანადო გარანტიები თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვისათვის. აღნიშნული დაცვის ფარგლებში, ჩვენ შევიმუშავებთ სპეციალური დაშიფვრისა პროტოკოლსა და წვდომის კონტროლს, რომელთა რეგულარული შემოწმება განხორციელდება ჩვენს მიერ და აგრეთვე, მსგავსი მოცულობით უზრუნველვყოფთ მესამე პირებთან ჩვენი სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში დაცულობის განხორციელებას.
მოცემულ საკითხებთან დაკავშირებით, თქვენ შეგიძლიათ ინდივიდუალური კონსულტირების ფარგლებში მოგვმართოთ ნებისმიერ დროს.
პერსონალურ მონაცემთა შენახვა
ვინაიდან ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება დავიცვათ, ჩვენ მონაცემებს ვინახავთ უსაფრთხო სერვერზე, რომელიც არის მართული მესამე მხარის მიერ და მასზე განთავსებულ ინფორმაციაზე წვდომა მკაცრად შეზღუდულია. წვდომის უფლება ენიჭება მხოლოდ აუცილებლობის ფარგლებში კონკრეტულ უფლებამოსილ პირებს კონკრეტული ელექტრონული მოწყობილებების გამოყენებით. ინფორმაციაზე, რომელიც ინახება პორტატულ მეხსიერებებსა და ელექტრონული ფოსტის მისამართებზე, დაშვება მკაცრად კონტროლდება. ჩვენ შიდა რეგულაციის მეშვეობით ვადგენთ წვდომის მქონე პირთა პასუხისმგებლობის საკითხებს.
პერსონალურ მონაცემთა შენახვის ვადა განსაზღვრულია იმდენი ხნით, რამდენიც საჭიროა ჩვენს პოლიტიკაში დასახული მიზნების შესრულებისათვის. ვადები, ასევე, განისაზღვრება კანონმდებლობით არსებული მოწესრიგების თანახმად. აღნიშნული საკითხები ჩვენს მიერ რეგულარული განხილვის ქვეშ არის და ტარდება შესაბამისი ზომები იმისათვის, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლებიც საჭირო აღარ არის, უსაფრთხოდ განადგურდეს.
ვიდეო და აუდიო მონიტორინგი
ჩვენი ლეგიტიმური ინტერესების დასაცავად, დანაშაულის თავიდან აცილების, მისი გამოვლენის/მოკვლევის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, პირის უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის, საიდუმლო (კონფიდენციალური) ინფორმაციის დაცვის და სხვა მნიშვნელოვანი ამოცანების (მათ შორის მტკიცებულებების შექმნის მიზნით) შესასრულებლად, ვახორციელებთ კომპანიის ფიზიკურ ლოკაციებზე გარე და შიდა პარამეტრების ვიდეომონიტორინგს. ვიდეომონიტორინგს სრულად ექვემდებარება სამშენებლო ობიექტები.
მომხმარებელთან/ბიზნეს პარტნიორთან სატელეფონო ინტერაქციისას, ხორციელდება აუდიომონიტორინგი, რომლის მეშვეობით ხდება შემავალი და გამავალი ზარების ჩაწერა/დამუშავება. აღნიშნული ემსახურება მომსახურების სრულყოფის მიზანს და მიმართულია, რომ ჩვენი მხრიდან მოხდეს ყველა თქვენ მიერ დასმულ საკითხზე, განურჩევლად ფორმისა, მათ შორის, განაცხადი, განცხადებები, პრეტენზიები, დროულ რეაგირება. აღნიშნული ჩანაწერები ინახება ჩვენს მომხმარებლებთან ურთიერთობის მენეჯმენტის (CRM) სისტემაში არსებულ სერვერზე.
ვიდეო და აუდიო მონიტორინგი ხორციელდება 24/7 საათის განმავლობაში და როგორც წესი, ძირითად შემთხვევაში მასალები ინახება ჩაწერიდან 2 (ორი) თვის ვადით ან იმ ვადით, რომელიც საჭირო და საკმარისია დასახული მიზნის მისაღწევად. აღნიშნულის შემდეგ ჩანაწერები ექვემდებარება ავტომატურ განადგურებას, თუ მონაცემთა უფრო დიდი ხნით შენახვის საჭიროება და სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. იმ შემთხვევაში, თუ კი სახეზე იქნება ინციდენტი, პოტენციური ან მიმდინარე გამოძიება ან პრეტენზია, ან სასამართლოს დადგენილება, კადრები ან ჩანაწერები შესაძლებელია, რომ შენარჩუნდეს ამგვარი გარემოების შეტყობიდან მაქსიმუმ 3 წლამდე ვადით.
თქვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, კომპანიის პერიმეტრზე, თვალსაჩინო ადგილას არის განთავსებული გამაფრთხილებელი ნიშნები, რომლებიც მიანიშნებს როგორც ვიდეო, ისე აუდიო ჩაწერის თაობაზე.
ჩვენ ვიღებთ ყველა საჭირო ქმედითი და ადეკვატური ორგანიზაციულ-ტექნიკური ხასიათის ზომას, რათა თავიდან ავიცილოთ პერსონალური მონაცემების გამჟღავნება, მათ შორის:
- უზრუნველყოფილია მონიტორინგის განმახორციელებელი სისტემის ფიზიკური უსაფრთხოება, თავად სისტემა და შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა დაცულ ოთახებში არის განთავსებული. აღნიშნულ ოთახებში დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირები;
- ჩანაწერებზე წვდომა გააჩნიათ მხოლოდ კონკრეტულ პირებს, და მხედველობაში მიიღება სამსახურეობრივი საჭიროება ან სხვა აუცილებლობის ფარგლები ჩანაწერთა წვდომის განსახორციელებლად;
- შესაბამისი ზომებია მიღებული იმისათვის, რომ არ მოხდეს ინტერნეტსა და კომპიუტერულ ქსელებში უკანონო ინტერვენცია და დაცული იყოს ინფორმაციული უსაფრთხოება;
- ზედმიწევნით აღირიცხება ყველა ის ქმედება, რომელიც არის შესრულებული მონიტორინგის სისტემებში არსებულ მონაცემთა მიმართ;
- ზედმიწევნით აღირიცხება ჩანაწერთა გამჟღავნების ყველა შემთხვევა.
ჩვეულებრივ შემთხვევაში, ჩვენ არ ვუშვებთ მესამე პირთა მიერ ვიდეო და აუდიო მონიტორინგის ჩანაწერებთან წვდომას, თუმცა, საჭიროების ფარგლებში, სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობით გამოწვეული გარემოებისას, კანონიერი საფუძვლის არსებობის დროს შეიძლება გავუაზიაროთ მათ ჩანაწერებთან წვდომა და მსგავსი ინფორმაცია. მაგალითად, თუ არსებობს ჩვენივე ლეგიტიმური ინტერესის დაცვის საფუძვლები, თუ დაფიქსირდა შენობის დაზიანების ან განადგურების, მომხმარებელთა ან პერსონალთა ან დაცვის თანამშრომელთა მიერ განხორციელდა ძალადობა ან შეურაცხყოფა, ჩვენ შეიძლება ჩვენივე ინიციატივის საფუძველზე გადავცეთ კადრები სამართალდამცავ ორგანოებს. აგრეთვე, შესაძლებელია გარკვეული კადრები ან ფოტომასალები გავუზიაროთ შიდა ან გარე მრჩეველებს, თუ ეს გამომდინარეობს ჩვენივე ლეგიტიმური უფლებებისა და ინტერესების დაცვიდან.
ჩვენს ფიზიკურ ლოკაციებზე ვიზიტით, თქვენ თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემების შეგროვებასა და დამუშავებაზე ვიდეო და აუდიო მონიტორინგის საშუალებით ზემოთ ჩამოთვლილი მიზნებისათვის. ჩვენ შესაბამის ზომებს ვიღებთ იმისათვის, რათა დავიცვათ ვიდეო და აუდიო მონიტორინგის სუბიექტ პირთა უსაფრთხოება და კონფიდენციალურობა და მათი პერსონალური მონაცემები.
არასრულწლოვანთა მონაცემების დამუშავება
გაითვალისწინეთ, რომ არასრულწლოვანის შესახებ მონაცემთა დამუშავება მისი თანხმობის საფუძველზე დასაშვებია, თუ მან 16 წლის ასაკს მიაღწია, ხოლო 16 წლამდე არასრულწლოვანის შესახებ მონაცემთა დამუშავება − მისი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, მათ შორის, როდესაც მონაცემთა დამუშავებისთვის აუცილებელია 16 წლიდან 18 წლამდე არასრულწლოვანისა და მისი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა.
არასრულწლოვნის მონაცემების დამუშავება, ზემოთ ჩამოთვლილი ზოგადი მიზნების გარდა, შესაძლებელია საჭირო გახდეს შემდეგი მიზნებისთვის:
- ჩვენი მხრიდან სახელშეკრულებო ვალდებულებების შესასრულებლად: იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენი მომხმარებელი (მობინადრე) არასრულწლობანია ჩვენ მომსახურების გასაწევად დაგვჭირდება მათი პერსონალური მონაცემების დამუშავება;
- უსაფრთხოებისა და სასიცოცლო ინტერესების დაცვა: მონაცემების დამუშავება შესაძლოა საჭირო გახდეს სამშენებლო ობიექტებზე ან უკვე დასრულებულ პროექტებში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მიზნებისთვის. მონაცემების დამუშავება არასრულწლოვანთა სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად იმ სიტუაციებში, როდესაც აუცილებელია დაუყოვნებლივი მოქმედება ზიანის ან დაზიანების თავიდან ასაცილებლად.
- საკანონმდებლო მოთხოვნებთან შესაბამისობისთვის: მონაცემთა დამუშავება სამართლებრივი ვალდებულებების შესასრულებლად, როგორიცაა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების წესები.
- საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე შესრულებული ამოცანის შესრულებისთვის: მონაცემთა დამუშავება, რომელიც აუცილებელია საჯარო ინტერესებში შემავალი ამოცანებისთვის. მაგალითად, ინკლუზიური პროგრამების ან ინფრასტრუქტურის განვითარება.
გარდა ამისა, არასრულწლოვნის მონაცმების დამუშავება შეიძლება განხორციელდეს ისეთი აქტივობებისთვის, როგორიცაა კონკურსებში მონაწილეობა. გაითვალისწინეთ, რომ ჩვენ არ გვაქვს პირადობის მოწმობის/პასპორტის წამკითხველი მოწყობილობა, რითაც შევძლებდით ავტომატურ რეჟიმში არასრულწლოვნის ამოცნობას, ჩვენს ვებ-გვერდსა თუ აპლიკაციაში. შესაბამისად, ჩვენ ვხელმძღვანელობთ მონაცემთა სუბიექტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით და ვიმედოვნებთ, რომ მონაცემთა სუბიექტის მიერ მოწოდებული ინფორმაცია არის ზუსტი და სანდო, რათა უზრუნველვყოთ, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება ან ქმედება, რომელსაც მივიღებთ ამ ინფორმაციის საფუძველზე, შესაბამისობაში იყოს ჩვენს მიერ დასახულ პოლიტიკასთან და კანონმდებლობით დადგენილ წესებთან.
მშობელი (კანონიერი წარმომადგენელი) ისეთ პერსონალურ მონაცემებზე, როგორიცაა მისი არასრულწლოვანი შვილის სახელი, ასაკი, საკონტაქტო ინფორმაცია და ტრანზაქციის დეტალები, აცხადებს თანხმობას განურჩევლად ფიზიკური თუ ელექტრონული ფორმისა, არასრულწლოვანის მიერ ჩვენი მომსახურებით სარგებლობისას. თანხმობის მიზანს წარმოადგენს მომსახურების გაწევა ტრანზაქციის დამუშავება, შეკვეთების შესრულება, საკანონმდებლო და მარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, პირდაპირი მარკეტინგის ან სხვა მიზანი. აგრეთვე, მშობელი თანხმობის ნებაყოფლობითობასა და ინფორმირების არსებობას აცხადებს, რომ მას აქვს უფლება თანხმობა გაიხმოს ნებისმიერ დროს, თუმცა აცნობიერებს რომ მან შეიძლება გავლენა მოახდინოს მომსახურების გაწევაზე.
თანადამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირები, მონაცემთა დამუშავებაზე უფლებამოსილი პირები
„მონოლით ჯგუფის“ ზემოთ ჩამოთვლილი (პოლიტიკის მე-3 პუნქტი) კომპანიები შესაძლოა წარმოადგენდნენ თანადამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირებს, რაც ნიშნავს, რომ ისინი ერთობლივად განსაზღვრავენ მონაცემთა დამუშავების მიზნებსა და საშუალებებს.
თუ მონაცემთა დამუშავების პროცესში, მონაცემთა დამუშავების სპეციფიკიდან გამომდინარე, მხარეები წარმოადგენენ მონაცემთა თანადამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირებს, თანადამუშავებისთვის პასუხისმგებელი თითოეული პირი (შემდგომში - თანადამმუშავებელი) ვალდებულია:
- მიიღოს შესაბამისი ტექნიკური და ორგანიზაციული ზომები პერსონალური მონაცემების შემცველი შემთხვევითი ან უკანონო განადგურებისაგან, შეცვლისაგან, გამჟღავნებისაგან, მოპოვებისაგან, დაზიანებისგან, ნებისმიერი სხვა ფორმით უნებართვო ან უკანონო გამოყენებისა და შემთხვევითი ან უკანონო დაკარგვისაგან დასაცავად;
- ინფორმაციაზე წვდომა დაუშვას მხოლოდ იმ თანამშრომლებზე, რომლებიც ასრულებენ მხარეთა შორის გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ უფლებებსა და მოვალეობებს და რომელთაც აქვთ ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება, მათ შორის, სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ;
- მჭიდროდ ითანამშრომლოს თანადამმუშავებელთან, რათა უზრუნველყოს მონაცემთა დამუშავების შესაბამისობა კანონთან;
- პერსონალური მონაცემები დაამუშაოს ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, შესაბამისი ხელშეკრულების და კანონის მოთხოვნათა დაცვით;
- ითანამშრომლოს და კომპეტენციის ფარგლებში მხარდაჭერა გაუწიოს თანადამმუშავებელს, სადაც აღნიშნული მოითხოვება კანონით ან შესაბამისი ნორმატიული აქტით;
- დამუშავებულ პერსონალურ მონაცემებზე არაავტორიზებული წვდომის ან კონფიდენციალურობის სხვაგვარად დარღვევის (ინციდენტის) შესახებ დაუყოვნებლივ ან არაუგვიანეს 24 (ოცდაოთხი) საათისა წერილობით/ელექტრონული ფორმით შეატყობინოს თანადამმუშავებელს. შეტყობინება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას ინციდენტის გარემოებების, სახისა და დროის შესახებ; ინციდენტის შედეგად უნებართვოდ გამჟღავნებული, დაზიანებული, წაშლილი, განადგურებული, მოპოვებული, დაკარგული, შეცვლილი მონაცემების სავარაუდო კატეგორიებისა და რაოდენობის, აგრეთვე იმ მონაცემთა სუბიექტების სავარაუდო კატეგორიებისა და რაოდენობის შესახებ, რომლებსაც ინციდენტის შედეგად შეექმნათ საფრთხე, ინციდენტით გამოწვეული სავარაუდო ზიანის, მისი შემცირების ან აღმოფხვრის მიზნით, თანადამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ განხორციელებული ან დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ, ასევე ინფორმაციას იმის შესახებ, გეგმავს თუ არა (თანა)დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი, ინციდენტის შესახებ შეატყობინოს მონაცემთა სუბიექტს და რა ვადაში;
- დაუყოვნებლივ წერილობით/ელექტრონული ფორმით უნდა აცნობოს თანადამმუშავებელს შესაბამისი ხელშეკრულების ფარგლებში დამუშავებულ პერსონალურ მონაცემთა გამჟღავნების მოთხოვნით სასამართლო, სამართალდამცავი, მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანოების და სხვა უწყებიდან შემოსული მიმართვების თაობაზე;
- უშუალოდ მონაცემთა სუბიექტისგან მონაცემთა შეგროვების შემთხვევაში, უზრუნველყოს მისი ინფორმირება მონაცემთა დამუშავების მიზნების, საფუძვლების, ვადების, (თანა)დამუშავებისთვის პასუხისმგებელი ან/და უფლებამოსილი პირ(ებ)ის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ და სხვ. ასევე მონაცემთა სუბიექტის კანონით გათვალისწინებული უფლებების (მონაცემთა დაბლოკვა, წაშლა, გასწორება, განახლება და სხვ.) თაობაზე;
- უზრუნველყოს თანადამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირებს შორის ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობის განაწილების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა მონაცემთა სუბიექტისთვის. ამასთან, მონაცემთა სუბიექტს არ უნდა შეეზღუდოს თითოეული თანადამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის ინდივიდუალურად მიმართვის უფლება;
- მონაცემთა სუბიექტისგან კანონით გათვალისწინებული მისი უფლებების (მონაცემთა დაბლოკვა, წაშლა, გასწორება, განახლება და სხვ.) რეალიზაციის მიზნით წარმოდგენილი განცხადების/მოთხოვნის/მიმართვის მიღებისას, აღნიშნული მოთხოვნის მიმღებმა თანადამმუშავებელმა უნდა განსაზღვროს მოთხოვნის განხილვაზე პასუხისმგებელი თანადამმუშავებელი და გონივრულ ვადაში, ისე რომ არ დაირღვეს კანონით გათვალისწინებული განხილვის ვადები, გადაუგზავნოს აღნიშნული მოთხოვნა რეაგირებისათვის. მონაცემთა სუბიექტთან ყველა საჭირო კომუნიკაცია უნდა უზრუნველყოს განცხადების თავდაპირველად მიმღებმა თანადამმუშავებელმა;
- მოთხოვნის განხილვაზე პასუხისმგებელი თანადამმუშავებელი განისაზღვრება შემდეგნაირად: თუ მონაცემთა სუბიექტის მონაცემები არის მონაცემთა ნაკრების/ერთობლიობის ნაწილი, რომელიც შეიძლება მიეკუთვნოს ერთ კონკრეტულ თანადამმუშავებელს, მონაცემთა სუბიექტის განცხადების განხილვაზე პასუხისმგებელი იქნება ეს უკანასკნელი. სხვა შემთხვევაში, განცხადების განხილვაზე პასუხისმგებელი იქნება მონაცემთა ის თანადამმუშავებელი, ვინც მიიღო მონაცემთა სუბიექტის განცხადება (ვისაც მონაცემთა სუბიექტმა მიმართა);
- მონაცემთა თანადამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირები ვალდებულნი არიან გაუწიონ ერთმანეთს მხარდაჭერა და ხელი შეუწყონ მონაცემთა სუბიექტის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებების (მონაცემთა დაბლოკვა, წაშლა, გასწორება, განახლება და სხვ.) რეალიზებას კანონმდებლობით დადგენილ ვადებში და წესით;
- განახორციელოს ყველა სხვა მოქმედება რაც თანადამუშავებაზე პასუხიმგებელი პირებისათვის გათვალისწინებულია კანონით.
- პერსონალურ მონაცემთა თანადამუშავებასთან დაკავშირებული საკითხები, რომელიც არ არის გათვალისწინებული წინამდებარე პოლიტიკით, წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
წინამდებარე პოლიტიკის პირობებიდან გამომდინარე, დამუშავების კონტექსტისა და მიზნის გათვალისწინებით, გარკვეული მონაცემების მესამე პირი, შესაძლოა, წარმოადგენდეს მონაცემთა დამუშავებაზე უფლებამოსილ პირს და მოქმედებდეს მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის სახელით.
თუ მონაცემთა დამუშავების პროცესში, მონაცემთა დამუშავების სპეციფიკიდან გამომდინარე, ერთ-ერთი მხარე წარმოადგენს მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს, ხოლო, მეორე - დამუშავებაზე უფლებამოსილ პირს, უფლებამოსილი პირი ვალდებულია:
- დაამუშაოს მონაცემები მხოლოდ დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის წერილობითი დავალების ან მითითების შესაბამისად, მხოლოდ შესაბამისი ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნებისათვის;
- უზრუნველყოს, რომ იმ ფიზიკურ პირ(ებ)ს, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს მონაცემთა დამუშავებაში, ჰქონდეს კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება;
- უზრუნველყოს მონაცემთა უსაფრთხოება კანონდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, მათ შორის, მიიღოს შესაბამისი ტექნიკური და ორგანიზაციული ზომები პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის შემთხვევითი ან უკანონო განადგურებისაგან, შეცვლისაგან, გამჟღავნებისაგან, მოპოვებისაგან, დაზიანებისგან, ნებისმიერი სხვა ფორმით უნებართვო ან უკანონო გამოყენებისა და შემთხვევითი ან უკანონო დაკარგვისგან დასაცავად;
- უზრუნველყოს ელექტრონული ფორმით არსებული მონაცემების მიმართ შესრულებული ყველა მოქმედების (მათ შორის, ინციდენტების შესახებ, მონაცემთა შეგროვების, შეცვლის, მათზე წვდომის, მათი გამჟღავნების (გადაცემის), დაკავშირებისა და წაშლის თაობაზე ინფორმაციის) აღრიცხვა (მათ შორის, ე.წ. ლოგირება) და შესაბამის მოქმედებაზე პასუხისმგებელი პირის იდენტიფიცირების შესაძლებლობა; არაელექტრონული ფორმით არსებულ მონაცემთა დამუშავებისას დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია უზრუნველყოს მონაცემთა გამჟღავნებასთან ან/და ცვლილებასთან დაკავშირებული ყველა მოქმედების (მათ შორის, ინციდენტების შესახებ ინფორმაციის) აღრიცხვა.
- მონაცემთა დამუშავებისათვის პასუხისმგებელი პირის წინასწარი თანხმობის გარეშე არ განახორციელოს პერსონალური მონაცემების გადაცემა (ტრანსფერი) იმ სახელმწიფოში ან/და საერთაშორისო ორგანიზაციაში, რომელიც არ განეკუთვნება ევროკავშირის ეკონომიკურ ზონას და არ არის მითითებული პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის /მისი უფლებამონაცვლის შესაბამისი ნორმატიული აქტით განსაზღვრულ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების მქონე ქვეყნების ნუსხაში;
- პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილ ვალდებულებებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს მიაწოდოს სათანადო ინფორმაცია და ხელი შეუწყოს მის მიერ მონაცემთა დამუშავების მონიტორინგის განხორციელებას;
- მიიღოს სათანადო ორგანიზაციულ - ტექნიკური ზომები, რათა დაეხმაროს დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით საზედამხედველო და სხვა უფლებამოსილი ორგანო(ები)ს მომართვებზე დროულ რეაგირებაში, ასევე მის მიერ მონაცემთა სუბიექტის უფლებების (მონაცემთა დაბლოკვა, წაშლა, გასწორება, განახლება და სხვ.) განხორციელებასთან დაკავშირებული ვალდებულებების პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული ვადების დაცვით შესრულებაში;
- დაუშვებელია, დამუშავებაზე უფლებამოსილმა პირმა მონაცემთა დამუშავების უფლება სხვა პირ(ებ)ს დამუშავებისათვის პასუხისმგებელი პირის თანხმობის გარეშე გადასცეს. ამასთან, გადაცემაზე დამუშავებისათვის პასუხისმგებელი პირის თანხმობის არსებობის შემთხვევაში, დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია მონაცემთა დამუშავების უფლების გადაცემა განახორციელოს წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის თანახმადაც, მონაცემთა მიმღები (ქვე)კონტრაქტორ(ებ)ი ვალდებულნი იქნებიან მიიღონ ყველა აუცილებელი ტექნიკური და ორგანიზაციული ზომა პერსონალური მონაცემების შემთხვევითი ან უკანონო განადგურებისაგან, შეცვლისაგან, გამჟღავნებისაგან, მოპოვებისაგან, დაზიანებისგან, ნებისმიერი სხვა ფორმით უნებართვო ან უკანონო გამოყენებისა და შემთხვევითი ან უკანონო დაკარგვისაგან დასაცავად და მათზე გავრცელდება ყველა ის ვალდებულება, რომლის შერსრულებაზეც წინამდებარე ხელშეკრულებით და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონით დადგენილი წესით, პასუხისმგებელია დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი;
- პერსონალურ მონაცემებზე არაავტორიზებული წვდომის ან კონფიდენციალურობის სხვაგვარად დარღვევის (ინციდენტის) შესახებ დაუყოვნებლივ ან არაუგვიანეს 24 (ოცდაოთხი) საათისა წერილობით/ელექტრონული ფორმით შეატყობინოს მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს;
- მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს და მონაცემთა დამუშავებაზე უფლებამოსილ პირს შორის მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული დავის წარმოშობის შემთხვევაში დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მონაცემთა დამუშავება და დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს სრულად გადასცეს მის ხელთ არსებული მონაცემები;
- მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის მოთხოვნისთანავე, ასევე შესაბამისი ხელშეკრულების ნებისმიერი მიზეზით შეწყვეტის შემთხვევაში, დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია შეწყვიტოს მონაცემთა დამუშავება და დაუყოვნებლივ ან არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღისა (თუ აღნიშნული ინფორმაცია მნიშვნელოვანი მოცულობისაა ან/და საჭიროებს მოძიებას/თავმოყრას) უნდა გადასცეს მონაცემთა დამუშავებისათვის პასუხისმგებელ პირს პერსონალური მონაცემები და აღდგენის შესაძლებლობის გარეშე წაშალოს/გაანადგუროს მისთვის გადაცემული/გაზიარებული პერსონალური მონაცემები და ამ მონაცემების შემცველი ელექტრონული ან ფიზიკური ფორმით დაცული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, თუ მათი შენახვის ვალდებულება კანონმდებლობით არ არის დადგენილი;
- დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს აუნაზღაუროს ის ზარალი, მათ შორის, მისთვის დაკისრებული ნებისმიერი სახის ფულადი სანქცია, რომელიც ამ უკანასკნელს მიადგა უფლებამოსილი პირის მხრიდან პერსონალურ მონაცემთა წინამდებარე პოლიტიკით და კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შედეგად;
- დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული საკითხები, რომელიც არ არის გათვალისწინებული წინამდებარე პოლიტიკით, წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მონაცემთა სუბიექტის უფლებები
თქვენ, როგორც მონაცემთა სუბიექტს, მოქმედი კანონმდებლობით გენიჭებათ რიგი ქვემოთ ჩამოთვლილი უფლებები. ჩვენ ვართ გარანტორი იმისა, რომ თქვენი, როგორც მონაცემთა სუბიექტის უფლებები, იქნება მაქსიმალურად დაცული და გათვალისწინებული „მონოლით ჯგუფის“ მიერ მონაცემთა დამუშავებისას. უფრო კონკრეტულად, ესენია:
- წვდომის უფლება: მონაცემთა სუბიექტს აქვთ უფლება მოითხოვოს წვდომა მის პერსონალურ მონაცემებზე და ინფორმაციაზე, თუ როგორ ხდება მათი დამუშავება; ის უფლებამოსილია გამოითხოვოს კომპანიიდან ინფორმაცია მის შესახებ მონაცემთა დამუშავების თაობაზე.
- გასწორების (განახლებისა და შევსების) უფლება: მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვთ მოითხოვონ არაზუსტი ან არასრული პერსონალური მონაცემების შესწორება, განახლება და შევსება;
- გამოხმობის უფლება: მონაცემთა სუბიექტი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს, ყოველგვარი განმარტების გარეშე, გამოიხმოს (მოითხოვოს მონაცემების დამუშავების შეწყვეტა ან/და დამუშავებული მონაცემების განადგურება) მის მიერ ჩვენთვის გაცხადებული თანხმობა მისი პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე. გაითვალისწინეთ, რომ თანხმობის გამოხმობა არ იწვევს თანხმობის გამოხმობამდე და თანხმობის ფარგლებში წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმებას. ამასთან, თანხმობის გამოხმობის შემთხვევაში, ჩვენ, შესაძლოა, მოკლებულნი ვიყოთ შესაძლებლობას, სრულყოფილად გაგიწიოთ მომსახურება.
- დამუშავების შეზღუდვის უფლება: მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვთ მოითხოვონ მათი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეზღუდვა.
- მონაცემთა გადაცემადობის უფლება: მონაცემთა სუბიექტებს უფლება აქვთ მიიღონ თავიანთი პერსონალური მონაცემები სტრუქტურირებულ, ჩვეულებრივ გამოყენებად და წაკითხვად ფორმატში და გადასცენ ისინი სხვა დამმუშავებელს.
- გასაჩივრების უფლება - თუ თვლით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, უფლება გაქვთ მიმართოთ საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს. მეტი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ სამსახურის ვებგვერდს HTTPS://PERSONALDATA.GE/
- სხვა კანონით გათვალისწინებული უფლებები: თქვენთვის მინიჭებული უფლებები დეტალურად არის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული, შესაბამისად, რეკომენდებულია დამატებით გაეცნოთ მას.
უფლებ(ებ)ის განხორციელების გზები
თუ გსურთ ისარგებლოთ წინამდებარე პოლიტიკითა და რეგულაციებით რომელიმე თქვენთვის მინიჭებული უფლებით ან გაქვთ რაიმე შეკითხვა/შენიშვნა იმის შესახებ, თუ როგორ ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ჩვენს გუნდს. ჩვენს პერსონალური მონაცემების დაცვაზე პასუხისმგებელი პირის საკონტაქტო მონაცემია:
- ელ.ფოსტა: DPD@MONOLITH.GE
- ტელეფონი: 595997700
- მისამართი: თბილისი, სანდრო ეულის ქ. 15, 0186
თქვენი შეტყობინების მიღებისთანავე, ჩვენი გუნდი 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში დაადასტურებს მათ მიღებას და მოგაწვდით თქვენი მოთხოვნის მოკვლევისა და განხილვისთვის საჭირო სავარაუდო ვადას. როდესაც თქვენი უფლების განხორციელებისთვის მოქმედი რეგულაციებით დადგენილია კონკრეტული ვადები, ჩვენ უზრუნველვყოფთ მათთან შესაბამისობას. ამასთან, თქვენ არ მოგეთხოვებათ რაიმე საფასურის გადახდა თქვენს პერსონალურ მონაცემებზე განხორციელებული შეტყობინების, წვდომის ან სხვა სამართლებრივი უფლების გამოყენებისათვის, გარდა კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისებისა (მაგალითად, თუ საფასური გათვალისწინებულია კანონმდებლობით ან/და დაწესებულია მონაცემთა შენახვის ფორმისგან განსხვავებული ფორმით მათი გაცემისთვის დახარჯული რესურსის ან/და მოთხოვნის სიხშირის გამო). მონაცემთა სუბიექტის მიერ მოთხოვნების არაგონივრული სიხშირით წარდგენის შემთხვევაში ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, უარი განვაცხადოთ მის შესრულებაზე.
ჩვენი მიზანია, მოგაწოდოთ მკაფიო და ყოვლისმომცველი პასუხები, მათ შორის ნებისმიერი განხორციელებული ქმედებების, დასკვნებისა ან შედეგების დეტალებზე. თუ თქვენ არ დაგაკმაყოფილებთ ჩვენი პასუხი ან ფიქრობთ, რომ თქვენი მონაცემთა დაცვის უფლებები დაირღვა, თქვენ გაქვთ უფლება, მიმართოთ შესაბამის სამეთვალყურეო ორგანოს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს (დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ სამსახურის ვებგვერდს HTTPS://PERSONALDATA.GE/) . თუმცა, ჩვენი თქვენდამი ერთგულების ნიშნად, გთხოვთ, რომ ნებისმიერი მოთხოვნა, პირველ ყოვლისა, ჩვენთან განახორციელოთ.
აქვე, გაითვალისწინეთ, რომ ჩვენ, შესაძლოა, დაგვჭირდეს თქვენგან კონკრეტული ინფორმაცია, რომელიც დაგვეხმარება თქვენს იდენტიფიკაციაში და თქვენი მოთხოვნის პერსონალურ მონაცემებზე წვდომის (ან თქვენი მხრიდან სხვა სამართლებრივი უფლების გამოყენების) დამუშავებისთვის. აღნიშნული წარმოადგენს უსაფრთხოების ზომას, რომელიც უზრუნველყოფს არაუფლებამოსილი პირისათვის თქვენი პერსონალური მონაცემების გამჟღავნების პრევენციას. ჩვენ, ასევე, შესაძლებელია დაგიკავშირდეთ თქვენი მოთხოვნის თაობაზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, რათა დავაჩქაროთ საპასუხო ინფორმაციის მოწოდება.
დასკვნითი დებულებები
ცვლილებები და განახლებები: „მონოლით ჯუფი“ უფლებამოსილია, წინამდებარე პოლიტიკა ნებისმიერ დროს განაახლოს ან განახორციელოს მასში ცვლილებები. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ პერიოდულად გაეცნოთ წინამდებარე პოლიტიკას იმისათვის, რათა ინფორმირებულნი იყოთ ჩვენს მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შესახებ. წინამდებარე პოლიტიკაში განხორციელებული ნებისმიერი განახლება და ცვლილება განთავსდება ჩვენს ვებ-გვერდზე და აგრეთვე, ჩვენ შეიძლება გამოგიგზავნოთ შეტყობინება სხვა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით, როგორიცაა სოციალური ქსელი ან ელექტრონული ფოსტა. აგრეთვე, ჩვენს ფიზიკურ ლოკაციებზე შეტყობინების თვალსაჩინოდ განთავსების გზით მოგაწოდოთ ინფორმაცია განახლებების შესახებ. ჩვენი მომსახურებით განგრძობად სარგებლობაში იგულისხმება, რომ თქვენს მიმართ იმოქმედებს განახლებული ცვლილება/შესწორება პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში და დადასტურებულია თქვენს მიერ მისი მიღება.
წინამდებარე პოლიტიკის დებულებებით ხელმძღვანელობენ და იღებენ ვალდებულებას, რომ დაიცავენ მათ ჩვენთან დაკავშირებული მონაცემთა დამუშავებისთვის უფლებამოსილი და თანადამუშავებისთვის პასუხისმგებელი და უფლებამოსილი პირ(ებ)ი.
მადლობას გიხდით, რომ გვანდობთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, ჩვენთვის მნიშვნელოვანია დავიცვათ კონფიდენციალურობა და გავითვალისწინოთ თქვენი პრეფერენციები. მზად ვართ, დაგეხმაროთ, რათა უზრუნველვყოთ თქვენი არჩევანისა და მონაცემთა უსაფრთხოება.
გავეცანი „მონოლით ჯგუფის“ პერსონალური მონაცემების დაცვის პოლიტიკას და ვაცხადებ თანხმობას, რომ „მონოლით ჯგუფმა“ დაამუშავოს ჩემი პერსონალური მონაცემები, როგორც ეს აღწერილია წინამდებარე პოლიტიკაში, მათ შორის, პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის.