როგორ შევარჩიოთ კედლის ფერი?

რა სურთ უფროსებს ბინის შეძენის დროს? მოსახერხებელი ადგილმდებარეობა, საუკეთესო ხედი, მწვანე სივრცე, სუფთა ჰაერი, კერძო ავტოსადგომი, ფუნქციონალური საცხოვრებელი ფართი და ნათელი ბინა, ენერგო ეფექტურობა და მშენებლობის მაღალი ხარისხი. ეს ყველაფერი იდეალურადაა გათვალისწინებული მონოლოთ სითის საცხოვრებელ კომპლექსში, სადაც ყველანაირი პირობაა შექმნილი მყუდრო, კომფორტული და ბედნიერი ცხოვრებისთვის. გარემო იდეალურადაა მორგებული თითოეულ მაცხოვრებელზე, თუმცა გამორჩეულადაა გათვალისწინებული ყველაზე პატარა და საპატიო მაცხოვრებლების – ბავშვების ინტერესები.

რა სურთ პატარებს?

ალბათ არავისთვისაა გასაკვირი, რომ ბავშვებს ყველაზე მეტად ეზოში თამაში და დროის გარეთ გატარება უყვართ. ამისათვის კი მათთვის შექმნილი საბავშო სივრცეა საჭირო. მონოლით სითიში ბავშვებისთვის მოეწყობა სათამაშო მოედანი, საქანელები და რაც მთავარია, გამწვანებული გარემო. რეკრეაციული ზონა მთელი ოჯახის დასვენებისთვის და დროის ჰარმონიულად გატარებისთვის იქნება შექმნილი.

უსაფრთხოება და დაცულობა

უსაფრთხოება და დაცულობა ყველაზე მნიშვნელოვანია, როდესაც საქმე პატარებს ეხებათ. მონოლით სითის მობინადრეებს შეუძლიათ მშვიდად იცხოვრონ, რადგან მათი სიმშვიდისთვის საცხოვრებელ კომპლექსში შექმნილია უსაფრთხო გარემო. იზოლირებული ეზო საშუალებას იძლევა როგორც უფროსებმა, ასევე პატარებმა თავი დაცულად იგრძნონ.

სკოლასა და ბაღის სიახლოვე

მონოლით სითის საცხოვრებელი კომპლექსი კარგი მდებარეობით გამოირჩევა. მასთან ახლოსაა როგორც სკოლა, ასევე საბავშვო ბაღი, რაც ძალიან დიდი კომფორტია, რადგან ყოველ დილით არ მოგიწევთ საცობებში დგომა და დროის დაკარგვა. გარდა ამისა, ფეხით სავალ მანძილზეა მაღაზიები, აფთიაქები, ტრანსპორტის გაჩერების ადგილები და სხვა.

კარგად შერჩეული საცხოვრებელი გარემო გვეხმარება ჰარმონიულ და მშვიდ ცხოვრებაში. Monolith City – აქ შენი სახლია!

მისამართი

ბეჟან კალანდაძის ქ. 1, 0114

ელ. ფოსტა

info@monolith.ge

ტელ

(032) 230 99 77; +995 595 99 77 00

?>