თანამედროვე ტრენდები სახლის ინტერიერში

ელექტრო ბუხრები

ბევრ ადამიანს სურს სახლში ჰქონდეს ბუხარი, თუმცა მაღალსართულიან კორპუსებში ხშირად მისი დამონტაჟება სამწუხაროდ შეუძლებელია. ბუხარი სახლის ინტერიერს ძალიან დიდ სიმყუდროვეს და სილამაზაეს მატებს, მაგრამ რავქნათ როდესაც საცხოვრებელი კორპუსის ინფრასტრუქტურა არ იძლევა ამის საშუალებას? გამოსავალი არის ელექტრო ბუხარი! იგი არის ახალი, თანამედროვე და მოდური მოწყობილობა, რომელიც შეგვიძლია დავამონტაჟოთ, როგორც კერძო, ასევე ნებისმიერი კორპუსის ბინაში.

ელექტრო ბუხრის მრავალი დიზაინი არსებობს, მათი მორგება შესაძლებელია ნებისმიერ ინტერიერზე, იქნება ეს ძველებური სტილი, თუ თანამედროვე. რაც მთავარია, ინტერიერს ძალიან დახვეწილს და ორიგინალურს ხდის.

ბუნების ელემენტები ინტერიერში

ბოლო წლების განმავლობაში ბუნების ელემენტების გამოყენება ინტერიერში უფრო და უფრო ტრენდული გახდა. ადამიანებს სურთ თანამედროვე სახლი, რომელშიც იქნება გარემოს ორგანული ელემენტები, როგორიც არის ხის მასალა და მცენარეები.

ხე ყოველთვის გამოიყენებოდა სკამების, მაგიდებისა და სხვა ავეჯის დასამზადებლად, მაგრამ დღესდღეობით ხის გამოყენება ასევე აქტუალურია დეკორაციული მიზნითაც. მაგალითად მთლიანი კედლის ხის დეკორით გალამაზება.

ხის ელემენტები ასევე ტრენდული გახდა აბაზანაშიც, რაც მას უფრო მეტად ჰარმონიულს ხდის.

მცენარეების დიდი რაოდენობით გამოყენება ორგანულ ესთეტიკას მატებს სახლს. დედამიწასთან სიახლოვე და სიჯანსაღის განცდა ადამიანს თავისუფალს და გონებაგახსნილს ხდის.

გეომეტრიული/აბსტრაქტული ელემენტები

გეომეტრიული ელემენტების გამოყენება ინტერიერში უკვე წლებია აქტუალური ტრენდია და სულ უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება. ადამიანებს სურთ კრეატიული გახადონ ის გარემო, სადაც დიდ დროს ატარებენ. აბსტრაქტული ელემენტების გამოყენება, ინტერიერს უფრო განსხვავებულს და შთამაგონებელს ხდის.

MODERN LIVING WALLS (ე.წ ცოცხალი კედლები)

ადამიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბუნებასთან სიახლოვე. ერთ-ერთი ტრენდი, რომელიც გამოიკვეთა, მთლიანი კედლის ან ჭერის მწვანე საფარით დაფარვაა. ასეთი დიზაინი ამშვიდებს ადამიანს და ხელს უწყობს რელაქსაციას.

მწვანე სივრცეები არა მარტო დასვენებისათვის გამოიყენება, არამედ შემოქმედებითი გარემოს შესაქმნელად. თუ ადამიანს სახლში მოწყობილი აქვს სამუშაო სივრცე, სადაც ბევრ დროს ატარებს, მისთვის მნიშვნელოვანია ფიქრისათვის კომფორტული გარემო და ბუნებასთან სიახლოვე.

დიდი სარკეები

სარკეები ოთახის დეკორაციის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. ინტერიერის დიზაინერები იყენებენ სხვადასხვა ზომის და ფორმის სარკეებს ვიზუალური ეფექტების შესაქმნელად. დიდი სარკეები გამოიყენება სივრცის აღქმის გასაზრდელად და სინათლის გასავრცელებლად, აორმაგებს და უფრო მიმზიდველს ხდის ყველა მნიშვნელოვან დეტალს.

ეწვიეთ მონოლით ჯგუფის მიმდანარე პროექტს ორთაჭალაში და დაათვალიერეთ ბინები. კომპანია გთავაზობთ გადახდის მოქნილ გრაფიკს და ხელსაყრელ პირობებს ბინის შესაძენად – როგორც შიდა უპროცენტო განვადებით, ასევე ერთიანი გადახდის შემთხვევაში. გადახდა ხორციელდება ლარში, ეროვნული ვალუტის კურსის მიხედვით.

მისამართი

ბეჟან კალანდაძის ქ. 1, 0114

ელ. ფოსტა

info@monolith.ge

ტელ

(032) 230 99 77; +995 595 99 77 00

?>