შეარჩიეთ თქვენი მომავალი ბინა
თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსი “მონოლით გრინ სითი”, თბილისის ძველ უბანში, ორთაჭალაში შენდება. ულამაზესი პანორამული ხედებითა და დენდროლოგიური ბაღებით გარშემორტყმული კომპლექსი 12 ჰექტარზეა განთავსებული.
მშენებლობისას გამოიყენება მხოლოდ მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალები და ენერგოეფექტური ტექნოლოგიები, რაც კომუნალური გადასახადების 40%-მდე დაზოგვას უზრუნველყოფს.
იცხოვრე ქალაქის გულში და ბუნების სიმწვანეში
ეკოლოგიურად სუფთა და მწვანე სივრცეში, 2500 ოჯახისთვის მშვიდ, კომფორტულ და ჯანსაღ საცხოვრებელ გარემოს ვქმნით.
ტერიტორიაზე განთავსდება სკვერები, პავილიონები და სხვადასხვა უნიკალური ნარგავებით მოწყობილი დენდროლოგიური პარკი, რათა მობინადრეებს სიმწვანე და სუფთა ჰაერი არ მოაკლდეთ.
03
ცხოვრების ახალი რიტმი
მონოლით გრინ სითიში აშენდება აუზი, მოეწყობა სარბენი და ველო ბილიკები, ბავშვთა სათამაშო სივრცეები, სასეირნო და სპორტული მოედნები.
ასევე, კომპლექსში განთავსდება საბავშვო ბაღი, სკოლა და სხვადასხვა დანიშნულების კომერციული ობიექტები.


პანორამული ხედები დედაქალაქზე
მონოლით გრინ სითიდან ხელის გულივით მოჩანს ქალაქის ისტორიული ადგილები და გორაკებზე აშენებული უნნები.
დატკბი შენი ბინის აივნიდან გადაშლილი პანორამული ხედებით და დაიწყე ყოველი დღე ახალი ენერგიით.
04
05
საუკეთესო გარემო ბავშვებისათვის
მონოლითის პატარა ბინადრეებისთვის უსაფრთხო გარემო, გასართობი მოედნები, და საბავშვო სკვერები მოეწყობა.
სკოლა და ბაღი კი სახლთან ახლოს ექნებათ, რაც ნებისმიერი მშობლისთვის ძალიან კომფორტული იქნება.


გონივრული ინვესტიცია ახალი ცხოვრების დასაწყებად
მონოლით გრინ სითი თბილისის ცენტრში, ტურისტულ ზონაში მდებარეობს, რაც მას ძალიან მიმზიდველს ხდის საინვესტიციოდაც, საქართველოში ჩამოსული სტუმარი სწორედ ორთაჭალიდან იწყებს დედაქალაქის მონახულებას.
კომპლექსი 2,5 კმ. დაშორებითაა განთავსებული ისეთ ტურისტული ადგილებიდან, როგორიცაა აბანოთ უბანი, მეტეხის ხიდი, ნარიყალას ციხე, ბოტანიკური ბაღი და რიყის მოედანი.