01

პროექტის შესახებ

ახალი უბანი ძველ თბილისში

თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსი “მონოლით გრინ სითი”, თბილისის ძველ უბანში, ორთაჭალაში შენდება. ულამაზესი პანორამული ხედებითა და დენდროლოგიური ბაღებით გარშემორტყმული კომპლექსი  12 ჰექტარზეა განთავსებული და  23 საცხოვრებელ ბლოკს მოიცავს. კომპლექსის ტერიტორიაზე მობინადრეებისთვის ხელმისაწვდომი იქნება სარეკრეაციო პარკი, ბავშვთა სათამაშო სივრცეები, სასეირნო, სარბენი და ველო ბილიკები, სპორტული მოედნები და აუზი, კომერციული ობიექტები,  საბავშვო ბაღი და სკოლა, რაც მობინადრეებს მშვიდი და კომფორტული ცხოვრების შესაძლებლობას მისცემს.

“მონოლით გრინ სითი”-ს კომპლექსის მშენებლობისას გამოიყენება მხოლოდ მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალები და ენერგოეფექტური ტექნოლოგიები, რაც  კომუნალური გადასახადების 40%-მდე დაზოგვას უზრუნველყოფს. საცხოვრებელი კომპლექსი ბარდება თეთრი კარკასის მდგომარეობით,  მშენებლობის დროული ვადებისა და უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით.

Previous slide
Next slide
02

გაიგე

რატომ გრინ სითი

მონოლით გრინ სითი ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან ჩავიფიქრეთ, რომ დედაქალაქის გულში, ეკოლოგიურად სუფთა და მწვანე სივრცეში,  2500 ოჯახისთვის  მშვიდი, თანამედროვე, კომფორტული და ჯანსაღი საცხოვრებელი გარემო  შევქმნათ. 

03

ყველაფერი მეტი კომფორტისა და განტვირთვისათვის

საცხოვრებელ კომპლექსში დამატებითი ინფრასტრუქტურის მოწყობა პირდაპირი პასუხია დროის მოთხოვნებსა და გამოწვევებზე. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ახალ კომპლექსში სარეკრეაციო პარკის, ბავშვთა სათამაშო სივრცეების, სასეირნო, სარბენი და ველო ბილიკების, სპორტული მოედნებისა და აუზის, კომერციული ობიექტების, საბავშვო ბაღისა და სკოლის, ყოველივე იმის მშენებლობა, რაც მაცხოვრებელთა მაქსიმუმ კომფორტსა და ჰარმონიას უზრუნველყოფს.

იცხოვრე ქალაქის გულში და ბუნების სიმწვანეში

ბინის შერჩევისას ჯანსაღი გარემო პრიორიტეტულია. მონოლით გრინ სითი სწორედ ის კომპლექსია, სადაც შეგიძლია იცხოვრო ქალაქის გულში, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში და დედაქალაქის გამონაბოლქვს თავი დააღწიო. შენზე მორგებულ კომპლექსის ტერიტორიაზე განთავსდება სკვერები, პავილიონები, ახალი მწვანე სივრცეები. ტერიტორიაზე, ასევე, გაშენდება სხვადასხვა უნიკალური ნარგავებით მოწყობილი დენდროლოგიური ბაღი, რათა მობინადრეთა ჯანსაღი ცხოვრების რიტმს სიმწვანე და სუფთა ჰაერი არ მოაკლდეს.

04

05

პანორამული ხედები დედაქალაქზე

გორაკებზე აშენებული თბილისი საშუალებას გვაძლევს ბევრი ადგილიდან  დავტკბეთ ქალაქის ხედებით. მონოლით გრინ სითი ორთაჭალაში, კლდოვან გორაზე შენდება და ქალაქის ტურისტულ უბანთან მეგობრობს, რაც სწორედ იმას ნიშნავს, რომ შენი ბინის აივნიდან დედაქალაქზე საუკეთესო პანორამული ხედები ფართოდ იშლება.

საუკეთესო გარემო ბავშვებისათვის

მონოლით გრინ სითის დაგეგმვისას, ბავშვებზე ზრუნვა ჩვენი გუნდის პრიორიტეტი გახდა. მათი  განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღ გარემოში სოციალიზაცია. ამიტომაც მონოლით გრინ სითი-ში დიდი ადგილი  საბავშვო სივრცეების მოწყობას დავუთმეთ, რათა მონოლითის პატარა ბინადრებს უსაფრთხო და  გასართობით სავსე მოედნები, საბავშვო სკვერები, საცურაო აუზი, სკოლა და ბაღი სახლთან სიახლოვეს ქონდეს. 

06

07

გონივრული ინვესტიცია ახალი ცხოვრების დასაწყებად

მონოლით გრინ სითი თბილისის ცენტრში, ტურისტულ ზონაში მდებარეობს, რაც ხელსაყრელია საინვესტიციოდაც, რადგან საქართველოში ჩამოსული სტუმარი სწორედ ორთაჭალიდან იწყებს დედაქალაქის მონახულებას. კომპლექსი  2,5 კმ. დაშორებითაა განთავსებული ისეთ ტურისტული ადგილებიდან, როგორიცაა აბანოთ უბანი, მეტეხის ხიდი, ნარიყალას ციხე, ბოტანიკური ბაღი და რიყის მოედანი. კომპლექსის ადგილმდებარეობა კიდევ უფრო ზრდის უხოელთა დაინტერესებას უძრავი ქონების მიმართ. 

გადმოდი გრინ სითიში

დაჯავშნე ბინა

მოითხოვე ზარი

მისამართი

ბეჟან კალანდაძის ქ. 1, 0114

ელ. ფოსტა

info@monolith.ge

ტელ

(032) 230 99 77; +995 595 99 77 00