"მონოლით რეზიდენს ორთაჭალა" უმაღლესი ხარისხის საცხოვრებელი კორპუსია, რომელიც ძველ თბილისში, ბ. კალანდაძის 3 ნომერში მდებარეობს. იგი დახვეწილი არქიტექტურითა და ევროპული სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურით გამოირჩევა. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ საცხოვრებელი კორპუსი ნაშენებია უმაღლესი ხარისხის, ენერგოეფექტური სამშენებლო მასალებით. შენობის ფასადი დამუშავებულია ყინვაგამძლე ფითხით.
მონოლით რეზიდენს ორთაჭალა 9-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსია და აქვს როგორც მიწისქვეშა, ისე მიწისზედა ავტოსადგომი.
საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ყველაზე დიდ უპირატესობას მისი ადგილმდებარეობა წარმოადგენს - იგი პეტრე ბაგრატიონის ძეგლიდან მხოლოდ 50 მეტრის მოშორებით მდებარეობს.
კონსტრუქცია
საცხოვრებელი შენობის მზიდი კონსტრუქცია მონოლითური რკინა-ბეტონის კარკასია, სიხისტის დიაფრაგმებით ორი მიმართულებით. შენობა დაფუძნებულია ძირითადად ქანებზე (კლდეზე) რკინა-ბეტონის წერტილოვანი საძირკვლებით. სართულშუა გადახურვა მონოლითურ რკინა-ბეტონის ფილას წარმოადგენს. სახურავი ბრტყელია და დათბუნებულია პენოპილისტიროლით. შენობას აქვს მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომი.
შენობის ფასადისთვის გამოყენებულია ყინვამედეგი ფითხი, გაკრულია სამღებრო ბადე და გადაღებილია „კაპაროლის“ ფასადის საღებავით. შენობის გარე კედლები ნაშენებია პემზის ბლოკით და დამუშავებულია ჰიდრო და თბოიზოლაციით. პირველი სართული მოპირკეთებულია ტრავერტინით.
იატაკი მოპირკეთებულია კერამიკული ფილებით და გრანიტით. კედლები და ჭერი გალესილია დეკორატიული ფითხით, დამუშავებულია წყლის საფუძველზე დამზადებული საღებავით. სადარბაზოს აქვს შესასვლელი რკინის კარი. კორპუსში დამონტაჟებულია სამგზავრო ლიფტი.
საცხოვრებელი კორპუსის წყალმომარაგებას უზრუნველყოფს ქალაქის წყალმომარაგება.
კორპუსის ელექტრომომარაგებას უზრუნველყოფს „თელასი“.
საცხოვრებელ კორპუსს გააჩნია თანამედროვე კონცეფციის დახურული და ღია ავტოსადგომები, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ მაცხოვრებელების კომფორტს.
შენობის დამიწება მხოლოდ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ხდება; დაცული და გათვალისწინებულია ყველა საჭირო კრიტერიუმი.
"მონოლით რეზიდენს ორთაჭალას" ბუნებრივი აირით მომარაგებას კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ უზრუნველყოფს.
იატაკი - იატაკი მოჭიმულია 5 სმ-იანი ქვიშა-ცემენტის ხსნარით.
ჭერი - ბინის ჭერის სიმაღლე 300 სმ-ია.
კარ-ფანჯარა - ბინას გააჩნია ალუმინის იზოპროფილის კარ-ფანჯარა. ბინის რკინის შემოსასვლელი კარი აღჭურვილია შესაბამისი საკეტით.
აივანი - აივნის იატაკი მოპირკეთებულია კერამოგრანიტის ფილებით. აივანი შემოსაზღვრულია რკინის მოაჯირით.
სველი წერტილი - ჰაერის გაწოვა ვენტილაციის სისტემით ხდება. დამონტაჟებულია ცენტრალური წყლის და კანალიზაციის დგარები.
გათბობა/გაგრილება - ბინაში დამონტაჟებულია გათბობის სისტემის მილგაყვანილობა.
ბუნებრივი აირი - საცხოვრებელ ბინაში შეყვანილია ბუნებრივი აირის მილები 2 წერტილში: ცენტრალური მილი აივანზე და სამზარეულოში.
ტექნიკური ინფორმაცია - ბინაში შეყვანილია 10 მმ-იანი კვეთის ელ. სადენი და დამონტაჟებულია ავტომატური ამომრთველი.