ნუცუბიძის 4 მ/რ, კორპუსი 19ა (მიმდებარედ)

მონოლით ნუცუბიძე

"მონოლით ნუცუბიძე" თანამედროვე ტიპის, 9-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსია, რომელიც ნუცუბიძის მე-4 მიკრორაიონში მდებარეობს. კორპუსის მშენებლობისას გამოყენებულია მაღალი ხარისხის, ენერგოეფექტური სამშენებლო მასალები, რაც კომუნალურ გადასახადებს დაახლოებით 40%-ით ამცირებს. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ შენობის გარე კედლები აერო ბლოკითაა ნაშენები. შესაბამისად, საცხოვრებელ კორპუსში უზრუნველყოფილია ჰიდრო და თბოიზოლაცია. 

მონოლით ნუცუბიძეს გააჩნია გარე და მიწისქვეშა ავტოსადგომი.


კონსტრუქცია 

საცხოვრებელი კორპუსის მზიდ კონსტრუქციას წარმოადგენს მონოლითური რკინა-ბეტონის კარკასი, სიხისტის დიაფრაგმებით 2 მიმართულებით. შენობა დაფუძნებულია ძირითადად ქანებზე (კლდეზე), რკინა-ბეტონის მონოლითური ხიმინჯებით. სახურავი ბრტყელია და დათბუნებულია პენოპილისტიროლით. სართულშუა გადახურვა მონოლითურ რკინა-ბეტონის ფილას წარმოადგენს. შენობას აქვს მიწისქვეშა და გარე ავტოსადგომი. 


ფასადი და გარე კედლები 

კორპუსის ფასადი დამუშავებულია ყინვამედეგი ფითხით, გაკრულია სამღებრო ბადე, მოპირკეთებულია ყინვაგამძლე ფითხით და გადაღებილია „კაპაროლის“ ფასადის საღებავით. შენობის გარე კედლები ნაშენებია აერო ბლოკით, რაც უზრუნველყოფს ჰიდრო და თბოიზოლაციას.


ჰოლი და დერეფნები

იატაკი მოპირკეთებულია კერამიკული ფილებით. კედლები დამუშავებულია ყინვაგამძლე ფითხით („მიუნჰენით“) და გადაღებილია „კაპაროლის“ ფასადის საღებავით. შენობაში დამონტაჟებულია სამგზავრო ლიფტი.  სადარბაზოს აქვს შესასვლელი რკინის კარი.


წყალმომარაგება

საცხოვრებელი კორპუსის წყალმომარაგებას უზრუნველყოფს ქალაქის წყალმომარაგება.


ელექტრომომარაგება

კორპუსის ელექტრომომარაგებას უზრუნველყოფს „თელასი“.


ავტოსადგომი

საცხოვრებელ კორპუსს აქვს მიწისქვეშა და გარე ავტოსადგომი.


დამიწების სისტემა

შენობის დამიწება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ხორციელდება.


ბუნებრივი აირი

კორპუსში ბუნებრივი აირით მომარაგებას უზრუნველყოფს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“.

 



მდებარეობა

ტექნიკური აღწერა და მახასიათებლები

ჭერი - ბინის ჭერის სიმაღლე 290 სმ-ია.
კარ-ფანჯარა - ბინას გააჩნია ხუთკამერიანი მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯარა. ბინის რკინის შემოსასვლელი კარი აღჭურვილია შესაბამისი საკეტით.
აივანი - აივანი შემოსაზღვრულია რკინის მოაჯირით. აივნის იატაკი მოპირკეთებულია კერამოგრანიტის ფილებით.
სველი წერტილი - ჰაერის გაწოვა ვენტილაციის სისტემით ხორციელდება. დამონტაჟებულია ცენტრალური წყლის და კანალიზაციის დგარები.
გათბობა/გაგრილება - საცხოვრებელ ბინაში დამონტაჟებულია გათბობის სისტემის მილგაყვანილობა.
ბუნებრივი აირი - ბინაში შეყვანილია ბუნებრივი აირის მილები ორ წერტილში: ცენტრალური მილი სამზარეულოში და აივანზე.
ტექნიკური ინფორმაცია - ბინაში შეყვანილია 10 მმ-იანი კვეთის ელ. სადენი. დამონტაჟებულია ავტომატური ამომრთველი.

 

გალერეა

დაგვეკონტაქტეთ