ბ.კალანდაძის ქ. 12

მონოლით სითი

"მონოლით სითი" თანამედროვე, უმაღლესი ხარისხის საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც 5 ბლოკისგან შედგება. "მონოლით სითის" მშენებლობაში მხოლოდ მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალები გამოიყენება. გარდა ამისა, იგი საუკეთესო მდებარეობითაც გამოირჩევა. საცხოვრებელი კომპლექსი ძველ თბილისში, მყუდრო ადგილას მდებარეობს, სადაც არ შეგაწუხებთ ქალაქის ხმაური, რადგან კომპლექსი ცენტრალურ მაგისტრალს მოშორებულია. ასევე, აღსანიშნავია, რომ მონოლით სითიდან პეტრე ბაგრატიონის ძეგლამდე მისასვლელად მხოლოდ 5 წუთია საჭირო. 

"მონოლით სითის" კორპუსები ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გამოყენებით შენდება, რაც კომუნალური გადასახადების 40%-მდე დაზოგვას უზრუნველყოფს.


კონსტრუქცია 

საცხოვრებელი შენობის მზიდ კონსტრუქციას წარმოადგენს მონოლითური რკინა-ბეტონის კარკასი, სიხისტის დიაფრაგმებით 2 მიმართულებით. შენობა ძირითადად ქანებზეა (კლდეზე) დაფუძნებული, რკინა-ბეტონის მონოლითური ხიმინჯებით. სართულშუა გადახურვა მონოლითურ რკინა-ბეტონის ფილას წარმოადგენს. სახურავი ბრტყელია და დათბუნებულია პენოპილისტიროლით. საცხოვრებელ კომპლექსს აქვს მიწისქვეშა და გარე ავტოსადგომი.

ფასადი და გარე კედლები 

შენობის ფასადი დამუშავებულია ყინვაგამძლე ფითხით, გაკრულია სამღებრო ბადე, მოპირკეთებულია ყინვამედეგი ფითხით და გადაღებილია „კაპაროლის“ ფასადის საღებავით. კომპლექსის გარე კედლები ნაშენებია აერო ბლოკით, რაც უზრუნველყოფს ჰიდრო და თბოიზოლაციას.

ჰოლი და დერეფნები

იატაკი მოპირკეთებულია კერამიკული ფილებით. კედლები დამუშავებულია ყინვაგამძლე ფითხით და გადაღებილია „კაპაროლის“ ფასადის საღებავით. შენობაში დამონტაჟებულია სამგზავრო ლიფტი. სადარბაზოს აქვს შესასვლელი რკინის კარი.

წყალმომარაგება

საცხოვრებელი კომპლექსის წყალმომარაგებას უზრუნველყოფს ქალაქის წყალმომარაგება.

ელექტრომომარაგება

კომპლექსის ელექტრომომარაგებას უზრუნველყოფს კომპანია „თელასი“.

ავტოსადგომი

საცხოვრებელ კომპლექსს გააჩნია დახურული და ღია ავტოსადგომი.

დამიწების სისტემა

შენობის დამიწება ხდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

ბუნებრივი აირი

საცხოვრებელ კომპლექსში ბუნებრივი აირით მომარაგებას უზრუნველყოფს კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“.

მდებარეობა

ტექნიკური აღწერა და მახასიათებლები

კედლები - ბინებს შორის გამყოფი და ფასადის კედლები 20 სმ-იანი აერო ბლოკია, ხოლო შიდა ტიხრები 10 სმ-იანი აერო ბლოკია.
იატაკი - ბინის იატაკი მოწყობილია და მოჭიმულია 5 სმ-იანი ქვიშა-ცემენტის ხსნარით.
ჭერი - ბინის ჭერის სიმაღლე 290 სმ-ია.
კარ-ფანჯარა - საცხოვრებელ ბინას გააჩნია ალუმინის კარ-ფანჯარა. ბინის რკინის შემოსასვლელი კარი აღჭურვილია შესაბამისი საკეტით.
აივანი - აივნის იატაკი მოპირკეთებულია კერამოგრანიტის ფილებით. გარდა ამისა, აივანი შემოსაზღვრულია რკინის მოაჯირით.
სველი წერტილი - ჰაერის გაწოვა ხორციელდება ვენტილაციის სისტემით. დამონტაჟებულია ცენტრალური წყლის და კანალიზაციის დგარები.
გათბობა/გაგრილება - ბინაში დამონტაჟებულია გათბობის სისტემის მილგაყვანილობა.
ბუნებრივი აირი - საცხოვრებელ ბინაში შეყვანილია ბუნებრივი აირის მილები 2 წერტილში: ცენტრალური მილი აივანზე და სამზარეულოში.
ტექნიკური ინფორმაცია - ბინაში შეყვანილია 10 მმ-იანი კვეთის ელ. სადენი და, ასევე, დამონტაჟებულია ავტომატური ამომრთველი.

გალერეა

დაგვეკონტაქტეთ