"მონოლით ვარკეთილი" თანამედროვე, უმაღლესი ხარისხის საცხოვრებელი კორპუსია, რომელიც 12 სართულისაგან შედგება, საიდანაც 10 სართული საცხოვრებელი ბინებია, ხოლო 2 სართული მიწისქვეშა ავტოსადგომებია. "მონოლით ვარკეთილი"-ს მშენებლობაში მხოლოდ მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალები გამოიყენება. გარდა ამისა, იგი საუკეთესო მდებარეობითაც გამოირჩევა. საცხოვრებელი კორპუსი, მყუდრო ადგილას მდებარეობს, სადაც არ შეგაწუხებთ ქალაქის ხმაური, რადგან კომპლექსი ცენტრალურ მაგისტრალს მოშორებულია.
"მონოლით ვარკეთილი" კორპუსი ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გამოყენებით შენდება, რაც უზრუნველყოფს კომუნალური გადასახადების 40%-მდე დაზოგვას.
საცხოვრებელი შენობის მზიდ კონსტრუქციას წარმოადგენს მონოლითური რკინა-ბეტონის კარკასი, სიხისტის დიაფრაგმებით 2 მიმართულებით. შენობა ძირითადად ქანებზეა (კლდეზე) დაფუძნებული, რკინა-ბეტონის მონოლითური ხიმინჯებით. სართულშუა გადახურვა მონოლითურ რკინა-ბეტონის ფილას წარმოადგენს. სახურავი ბრტყელია და დათბუნებულია პენოპილისტიროლით. საცხოვრებელ კომპლექსს აქვს მიწისქვეშა და გარე ავტოსადგომი.
შენობის ფასადი დამუშავებულია ყინვაგამძლე ფითხით, გაკრულია სამღებრო ბადე, მოპირკეთებულია ყინვამედეგი ფითხით და გადაღებილია „კაპაროლის“ ფასადის საღებავით. კომპლექსის გარე კედლები ნაშენებია გაზო ბლოკით, რაც უზრუნველყოფს ჰიდრო და თბოიზოლაციას. კოლონები და რიგელები დათბუნებულია პენოპლასტით.
იატაკი მოპირკეთებულია კერამიკული ფილებით. კედლები დამუშავებულია ყინვაგამძლე ფითხით და გადაღებილია „კაპაროლის“ ფასადის საღებავით. შენობაში დამონტაჟებულია სამგზავრო ლიფტი. სადარბაზოს აქვს შესასვლელი რკინის კარი.
საცხოვრებელი კომპლექსის წყალმომარაგებას უზრუნველყოფს ქალაქის წყალმომარაგება.
კომპლექსის ელექტრომომარაგებას უზრუნველყოფს კომპანია „თელასი“.
საცხოვრებელ კორპუსს გააჩნია დახურული ავტოსადგომი.
შენობის დამიწება ხდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
საცხოვრებელ კომპლექსში ბუნებრივი აირით მომარაგებას უზრუნველყოფს კომპანია „თბილისი ენერჯი“.