ნადიკვარის ქ. N 34-ის მიმდებარედ

მონოლით გრინ სითი

 ახალი უბანი ძველ თბილისში

 

“მონოლით გრინ სითი” თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც მდებარეობს თბილისის ძველ უბანში, ორთაჭალაში, რეკრეაციულ ზონასთან, რომლის სიმწვანე, სუფთა ჰაერი და მშვიდი გარემო კომპლექსის მობინადრეებს ქალაქის ქაოსისაგან დაიცავს, მისცემს საშუალებას იცხოვრონ ქალაქის გულში ეკოლოგიურად სუფთა და მწვანე გარემოში.

ულამაზესი პანორამული ხედებითა და დენდროლოგიური ბაღებით გარშემორტყმული კომპლექსი განთავსებულია 12 ჰექტარზე. შიდა გამწვანებული ეზო, რაც მობინადრეებს თბილისში მშვიდი და კომფორტული ცხოვრების შესაძლებლობას აძლევს.

კომპლექსში 23 საცხოვრებელი ბლოკი აშენდება, კომპლექსის ტერიტორიაზე მობინადრეებისთვის ხელმისაწვდომი იქნება, სარეკრეაციო პარკი, ბავშვთა სათამაშო სივრცეები, სასეირნო, სარბენი და ველო ბილიკები, სპორტული მოედნები და აუზი, კომერციული ობიექტები,  საბავშვო ბაღი და სკოლა. კომპლექსი განლაგებულია 2,5 კილომეტრის დაშორებით ისეთ ტურისტულ ადგილებთან, როგორიცაა ბოტანიკური ბაღი, აბანოთ უბანი, ნარიყალას ციხე, მეტეხის ხიდი, რიყის მოედანი და სხვა.

“მონოლით გრინ სითი”-ს მშენებლობა მოიცავს 2 ეტაპს. მიმდინარე პირველ ეტაპზე შენდება IV-ე და VI-ე სექტორები, რომლებიც დასრულდება 2022 წლის დეკემბერში ხოლო I-ლი და II-ე სექტორი, რომლის დასრულების ვადაა 2023 წლის დეკემბერი. მიმდინარეობს მშენებლობის მეორე ეტაპის დაგეგმარება.

“მონოლით გრინ სითი”-ს კომპლექსის მშენებლობისას გამოიყენება მხოლოდ მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალები და ენერგოეფექტური ტექნოლოგიები, რაც უზრუნველყოფს კომუნიალური გადასახადების 40%-მდე დაზოგვას. საცხოვრებელი კომპლექსი ბარდება თეთრი კარკასის მდგომარეობით,  მშენებლობის უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით.

მდებარეობა

დაგვიკავშირდით