წყნეთის გზატკეცილი N 43

მონოლით ბაგები

"მონოლით ბაგები" თანამედროვე, უმაღლესი ხარისხის საცხოვრებელი კომპლექსია. "მონოლით ბაგები"-ს მშენებლობაში მხოლოდ მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალები გამოიყენება. გარდა ამისა, იგი საუკეთესო მდებარეობითაც გამოირჩევა. საცხოვრებელი კორპუსი მყუდრო ადგილას მდებარეობს, სადაც არ შეგაწუხებთ ქალაქის ხმაური. 

"მონოლით ბაგები"-ს კორპუსი ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გამოყენებით შენდება, რაც უზრუნველყოფს კომუნალური გადასახადების 40%-მდე დაზოგვას.


კონსტრუქცია 

საცხოვრებელი შენობის მზიდ კონსტრუქციას წარმოადგენს მონოლითური რკინა-ბეტონის კარკასი, სიხისტის დიაფრაგმებით 2 მიმართულებით. შენობა ძირითადად ქანებზეა (კლდეზე) დაფუძნებული, რკინა-ბეტონის მონოლითური ხიმინჯებით. სართულშუა გადახურვა მონოლითურ რკინა-ბეტონის ფილას წარმოადგენს. სახურავი ბრტყელია და დათბუნებულია პენოპოლისტიროლით. საცხოვრებელ კომპლექსს აქვს მიწისქვეშა და გარე ავტოსადგომი.

ფასადი და გარე კედლები 

შენობის ფასადი დამუშავებულია ყინვაგამძლე ფითხით, გაკრულია სამღებრო ბადე, მოპირკეთებულია ყინვამედეგი ფითხით და გადაღებილია „კაპაროლის“ ფასადის საღებავით. კომპლექსის გარე კედლები ნაშენებია გაზო ბლოკით, რაც უზრუნველყოფს ჰიდრო და თბოიზოლაციას.

ჰოლი და დერეფნები

იატაკი მოპირკეთებულია კერამიკული ფილებით. კედლები დამუშავებულია ყინვაგამძლე ფითხით და გადაღებილია „კაპაროლის“ ფასადის საღებავით. შენობაში დამონტაჟებულია ლიფტი. სადარბაზოს აქვს შესასვლელი რკინის კარი.

წყალმომარაგება

საცხოვრებელი კომპლექსის წყალმომარაგებას უზრუნველყოფს ქალაქის წყალმომარაგება.

ელექტრომომარაგება

კომპლექსის ელექტრომომარაგებას უზრუნველყოფს კომპანია „თელასი“.

ავტოსადგომი

საცხოვრებელ კომპლექსს გააჩნია დახურული და ღია ავტოსადგომი.

დამიწების სისტემა

შენობის დამიწება ხდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

ბუნებრივი აირი

საცხოვრებელ კომპლექსში ბუნებრივი აირით მომარაგებას უზრუნველყოფს კომპანია „თბილისი ენერჯი“.

მდებარეობა

ტექნიკური აღწერა და მახასიათებლები

კედლები - ბინებს შორის გამყოფი და ფასადის კედლები 20 სმ-იანი აერო ბლოკია, ხოლო შიდა ტიხრები 10 სმ-იანი აერო ბლოკია.
იატაკი - ბინის იატაკი მოწყობილია და მოჭიმულია 5 სმ-იანი ქვიშა-ცემენტის ხსნარით.
ჭერი - ბინის ჭერის სიმაღლე 290 სმ-ია.
კარ-ფანჯარა - საცხოვრებელ ბინას გააჩნია ალუმინის კარ-ფანჯარა. ბინის რკინის შემოსასვლელი კარი აღჭურვილია შესაბამისი საკეტით.
აივანი - აივნის იატაკი მოპირკეთებულია კერამოგრანიტის ფილებით. გარდა ამისა, აივანი შემოსაზღვრულია რკინის მოაჯირით.
სველი წერტილი - ჰაერის გაწოვა ხორციელდება ვენტილაციის სისტემით. დამონტაჟებულია ცენტრალური წყლის და კანალიზაციის დგარები.
გათბობა/გაგრილება - ბინაში დამონტაჟებულია გათბობის სისტემის მილგაყვანილობა.
ბუნებრივი აირი - საცხოვრებელ ბინაში შეყვანილია ბუნებრივი აირის მილები 2 წერტილში: ცენტრალური მილი აივანზე და სამზარეულოში.
ტექნიკური ინფორმაცია - ბინაში შეყვანილია 10 მმ-იანი კვეთის ელ. სადენი და, ასევე, დამონტაჟებულია ავტომატური ამომრთველი.

გალერეა

დაგვეკონტაქტეთ