ლისი

ლისი, სახლი N 2

"ლისის სახლი N 2" თანამედროვე, უმაღლესი ხარისხის კერძო სახლია. "ლისის სახლი N 2"-ს მშენებლობაში მხოლოდ მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალები გამოიყენება. გარდა ამისა, იგი საუკეთესო მდებარეობითაც გამოირჩევა. კერძო სახლი მყუდრო ადგილას მდებარეობს, სადაც არ შეგაწუხებთ ქალაქის ხმაური.

კერძო სახლის ახლოს მდებარეობენ სასწავლო დაწესებულებები: მილენიუმის სკოლა, მწიგნობართ უხუცესი, ბრიტანული აკადემია, ასევე სამედიცინო დაწესებულება „სამედიცინო ჰაბი“

"ლისის სახლი N 2" ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გამოყენებით შენდება, რაც უზრუნველყოფს კომუნალური გადასახადების 40%-მდე დაზოგვას.


კონსტრუქცია 

საცხოვრებელი შენობის მზიდ კონსტრუქციას წარმოადგენს მონოლითური რკინა-ბეტონის კარკასი. შენობა ძირითად ქანებზეა (კლდეზე) დაფუძნებული. სართულშუა გადახურვა მონოლითურ რკინა-ბეტონის ფილას წარმოადგენს. სახურავი ბრტყელია და დათბუნებულია პენოპოლისტიროლით. კერძო სახლს აქვს ორი ავტოსადგომი.

ფასადი და გარე კედლები

შენობის ფასადი დამუშავებულია ყინვაგამძლე ფითხით, გაკრულია სამღებრო ბადე, მოპირკეთებულია ყინვამედეგი ფითხით და გადაღებილია „კაპაროლის“ ფასადის საღებავით. კერძო სახლის გარე კედლები ნაშენებია შ.პ.ს „ბედეგი“-ს ბლოკით და დათბუნებულია პენოპოლისტიროლით, რაც უზრუნველყოფს ჰიდრო და თბოიზოლაციას.

აივანი

იატაკი მოპირკეთებულია კერამიკული ფილებით. კედლები დამუშავებულია ყინვაგამძლე ფითხით და გადაღებილია „კაპაროლის“ ფასადის საღებავით. მოაჯირები გაკეთებულია რკინის კონსტრუქციით და შეფუთულია ხით.

წყალმომარაგება - კანალიზაცია

კერძო სახლი წყალმომარაგებას უზრუნველყოფს ქალაქის წყალმომარაგება და კანალიზაცია ჩართულია ქალაქის ქსელში.

ელექტრომომარაგება

კომპლექსის ელექტრომომარაგებას უზრუნველყოფს კომპანია „თელასი“.

ბუნებრივი აირი

საცხოვრებელ კომპლექსში ბუნებრივი აირით მომარაგებას უზრუნველყოფს კომპანია „თბილისი ენერჯი“.

მდებარეობა

გალერეა

დაგვეკონტაქტეთ