ნუცუბიძის 4 მ/რ, კორპუსი 19ა (მიმდებარედ)

პროექტის შესახებ

კონსტრუქცია 

საცხოვრებელი შენობის მზიდ კონსტრუქციას წარმოადგენს მონოლითური რკინა-ბეტონის კარკასი, სიხისტის დიაფრაგმებით ორი მიმართულებით. შენობა დაფუძნებულია ძირითადად ქანებზე (კლდეზე) რკინა-ბეტონის მონოლითური ხიმინჯებით. სართულშუა გადახურვა წარმოადგენს მონოლითურ რკინა-ბეტონის ფილას. სახურავი ბრტყელია და დათბუნებულია პენოპილისტიროლით. შენობას აქვს მიწისქვეშა და გარე ავტოსადგომი. 

ფასადი და გარე კედლები 

შენობის ფასადი დამუშავებულია ყინვამედეგი ფითხით, გაკრულია სამღებრო ბადე, მოპირკეთებულია ყინვაგამძლე ფითხით („მიუნჰენით“) და გადაღებილია „კაპაროლის“ ფასადის საღებავით. შენობის გარე კედლები ნაშენებია აერო  ბლოკით რაც უზრუნველყოფს ჰიდრო და თბოიზოლაციას.

ჰოლი და დერეფნები

იატაკი მოპირკეთებულია კერამიკული ფილებით. კედლები დამუშავებულია ყინვაგამძლე ფითხით („მიუნჰენით“) და გადაღებილია „კაპაროლის“ ფასადის საღებავით. სადარბაზოს აქვს შესასვლელი რკინის კარი. დამონტაჟებულია სამგზავრო ლიფტი. 

წყალმომარაგება

საცხოვრებელი კორპუსის წყალმომარაგებას უზრუნველყოფს ქალაქის წყალმომარაგება.

ელექტრომომარაგება

საცხოვრებელი კორპუსის ელექტრომომარაგებას უზრუნველყოფს „თელასი“.

ავტოსადგომი

საცხოვრებელ კორპუსს გააჩნია  მიწისქვეშა ავტოსადგომი.

დამიწების სისტემა

შენობის დამიწება ხდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

ბუნებრივი აირი

საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირით მომარაგებას უზრუნველყოფს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“.

მდებარეობა

ტექნიკური აღწერა და მახასიათებლები

  • კედლები - ბინებს შორის გამყოფი და ფასადის კედლები 20 სმ-ია, ხოლო შიდა ტიხრები 10 სმ-იანი აერო ბლოკით.
  • იატაკი - იატაკი მოწყობილია და მოჭიმულია 5 სმ-იანი ქვიშა-ცემენტის ხსნარით.
  • ჭერი - ბინის ჭერის სიმაღლე 290 სმ-ია.
  • კარ-ფანჯარა - ბინას გააჩნია ხუთკამერიანი მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯარა. ბინის რკინის შემოსასვლელი კარი აღჭურვილია შესაბამისი საკეტით.
  • აივანი - აივნის იატაკი მოპირკეთებულია კერამოგრანიტის ფილებით. აივანი შემოსაზღვრულია რკინის მოაჯირით.
  • სველი წერტილი - ჰაერის გაწოვა ვენტილაციის სისტემით ხდება. დამონტაჟებულია ცენტრალური წყლის და კანალიზაციის დგარები.
  • გათბობა/გაგრილება -  დამონტაჟებულია გათბობის სისტემის მილგაყვანილობა.
  • ბუნებრივი აირიბინაში შეყვანილია ბუნებრივი აირის მილები ორ წერტილში:.ცენტრალური მილი აივანზე და სამზარეულოში.
  • ტექნიკური ინფორმაცია - ბინაში შეყვანილია 10 მმ-იანი კვეთის ელ. სადენი და დამონტაჟებულია ავტომატური ამომრთველი.

 

გალერეა

დაგვეკონტაქტეთ