ბ.კალანდაძის ქ. 3

პროექტის შესახებ

კონსტრუქცია 
საცხოვრებელი შენობის მზიდ კონსტრუქციას წარმოადგენს მონოლითური რკინა-ბეტონის კარკასი, სიხისტის დიაფრაგმებით ორი მიმართულებით. შენობა დაფუძნებულია ძირითადად ქანებზე (კლდეზე) რკინა-ბეტონის წერტილოვანი საძირკვლებით. სართულშუა გადახურვა წარმოადგენს მონოლითურ რკინა-ბეტონის ფილას. სახურავი ბრტყელია და დათბუნებულია პენოპილისტიროლით. შენობას აქვს მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომი. 

ფასადი და გარე კედლები 
შენობის ფასადი დამუშავებულია ყინვამედეგი ფითხით, გაკრულია სამღებრო ბადე და მოპირკეთებულია ყინვაგამძლე ფითხით („მიუნჰენით“) და გადაღებილია „კაპაროლის“ ფასადის საღებავით.  შენობის გარე კედლები ნაშენებია პემზის ბლოკით და დამუშავებულია ჰიდრო და თბოიზოლაციით. შენობის პირველი სართული მოპირკეთებულია ტრავერტინით.

სადარბაზო და აივანი
შენობის ფასადი დამუშავებულია ყინვამედეგი ფითხით, გაკრულია სამღებრო ბადე, მოპირკეთებულია ყინვაგამძლე ფითხით („მიუნჰენით“) და გადაღებილია „კაპაროლის“ ფასადის საღებავით. სადარბაზოს აქვს შესასვლელი რკინის კარი. დამონტაჟებულია სამგზავრო ლიფტი.  ცენტრალური შესასვლელი და კიბის უჯრედი მოპირკეთებულია ბაზალტის ფილებით.

წყალმომარაგება
საცხოვრებელი კორპუსის წყალმომარაგებას უზრუნველყოფს ქალაქის წყალმომარაგება.

ელექტრომომარაგება
საცხოვრებელი კორპუსის ელექტრომომარაგებას უზრუნველყოფს „თელასი“.

ავტოსადგომი
საცხოვრებელ კორპუსს გააჩნია დახურული და ღია ავტოსადგომი.

დამიწების სისტემა
შენობის დამიწება ხდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

ბუნებრივი აირი
საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირით მომარაგებას უზრუნველყოფს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“.

მდებარეობა

ტექნიკური აღწერა და მახასიათებლები

  • კედლები - ბინებს შორის გამყოფი და ფასადის კედლები 20 სმ-ია, ხოლო შიდა ტიხრები 8 სმ-იანი გიფსის ფილები. გარე ფასადის კედელი ნაშენებია პემზის ბლოკით და შელესილია გაჯით. 
  • იატაკი - იატაკი მოჭიმულია 5 სმ-იანი ქვიშა-ცემენტის ხსნარით. 
  • ჭერი - ბინის ჭერის სიმაღლე 300 სმ-ია. 
  • კარ-ფანჯარა - ბინას გააჩნია ალუმინის იზოპროფილის კარ-ფანჯარა. ბინის რკინის შემოსასვლელი კარი აღჭურვილია შესაბამისი საკეტით. 
  • აივანი - აივნის იატაკი მოპირკეთებულია კერამოგრანიტის ფილებით. აივანი შემოსაზღვრულია რკინის მოაჯირით. 
  • სველი წერტილი - ჰაერის გაწოვა ვენტილაციის სისტემით ხდება. დამონტაჟებულია ცენტრალური წყლის და კანალიზაციის დგარები. 
  • გათბობა/გაგრილება - დამონტაჟებულია გათბობის სისტემის მილგაყვანილობა. 
  • ბუნებრივი აირიბინაში შეყვანილია ბუნებრივი აირის მილები ორ წერტილში: ცენტრალური მილი აივანზე და სამზარეულოში. 
  • ტექნიკური ინფორმაცია - ბინაში შეყვანილია 10 მმ-იანი კვეთის ელ. სადენი და დამონტაჟებულია ავტომატური ამომრთველი.

გალერეა

დაგვეკონტაქტეთ