ყიდვის პროცედურა

ბინის შეძენა ბანკის საშუალებით

მოლაპარაკება

მყიდველი არჩევს მისთვის სასურველ ბინას და შესყიდვის პირობებს ათანხმებს კომპანია „მონოლით ჯგუფის“ გაყიდვების მენეჯერთან;


1. ბანკისთვის საბუთების გამზადება, წარდგენა და სესხის დამტკიცება

კომპანია „მონოლით ჯგუფის“ გაყიდვების მენეჯერი ამზადებს ინვოისს და ამონაწერს საჯარო რეესტრიდან, მყიდველთან წინასწარ შეთანხმებულ ბინაზე. აღნიშნულ ინვოისს და ამონაწერს მყიდველი შემდეგ წარუდგენს ბანკს იპოთეკური სესხის მისაღებად;
მყიდველის მხრიდან ბანკის მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდგომ, იგი ბანკთან აფორმებს იპოთეკური სესხის ხელშეკრულებას, წინასწარ განსაზღვრული პირობების შესაბამისად;


2. ხელშეკრულების რეგისტრაცია

მყიდველი და კომპანია „მონოლით ჯგუფის“ დირექტორი „წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებას“ და „იპოთეკის ხელშეკრულებას“ ერთდროულად არეგისტრირებენ საჯარო რეესტრში. შედეგად, მყიდველი საჯარო რეესტრიდან იღებს დოკუმენტს, სადაც ის ბინის მომავალ მესაკუთრედ ფიქსირდება;


3. პირველადი შენატანის გადახდა

„წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებით“ გათვალისწინებულ ვადებში მყიდველი იხდის ბინის ღირებულების პირველად შენატანს;


4. ნასყიდობის ხელშეკრულების რეგისტრაცია

მყიდველის და კომპანია „მონოლით ჯგუფის“ მიერ, ორმხრივი ვალდებულებების ჯეროვნად და სრულყოფილად შესრულების შემდეგ, ფორმდება „ნასყიდობის ხელშეკრულება“.
მყიდველი და კომპანია „მონოლით ჯგუფის“ დირექტორი „ნასყიდობის ხელშეკრულებას“ არეგისტრირებენ საჯარო რეესტრში;


5. გილოცავთ

თქვენ გახდით კომპნია „მონოლით ჯგუფის“ მიერ აშენებული უძრავი ქონების მფლობელი.

 

 

 
ბინის შეძენა პირდაპირი გადახდით


1. მოლაპარაკება


მყიდველი არჩევს მისთვის სასურველ ბინას და შესყიდვის პირობებს ათანხმებს კომპანია „მონოლით ჯგუფის“ გაყიდვების მენეჯერთან;


2. ხელშეკრულების რეგისტრაცია


მყიდველი და კომპანია „მონოლით ჯგუფის“ დირექტორი „წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებას“ არეგისტრირებენ საჯარო რეესტრში. შედეგად, მყიდველი იღებს საჯარო რეესტრიდან დოკუმენტს, სადაც ის ბინის მომავალ მესაკუთრედ ფიქსირდება;


3. პირველადი შენატანის გადახდა

„წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებით“ გათვალისწინებულ ვადებში მყიდველი იხდის ბინის ღირებულების პირველად შენატანს;


4. ნასყიდობის ხელშეკრულების რეგისტრაცია

მყიდველის და კომპანია „მონოლით ჯგუფის“ მიერ, ორმხრივი ვალდებულებების ჯეროვნად და სრულყოფილად შესრულების შემდეგ, ფორმდება „ნასყიდობის ხელშეკრულება“.
მყიდველი და კომპანია „მონოლით ჯგუფის“ დირექტორი „ნასყიდობის ხელშეკრულებას“ არეგისტრირებენ საჯარო რეესტრში;


5. გილოცავთ

თქვენ გახდით კომპნია „მონოლით ჯგუფის“ მიერ აშენებული უძრავი ქონების მფლობელი.

მიმდინარე პროექტები

მონოლით სითი
პროექტის ნახვა
მონოლით ნუცუბიძე
პროექტის ნახვა
მონოლით რეზიდენს ორთაჭალა
პროექტის ნახვა

დაგვეკონტაქტეთ