ჩვენ შესახებ

შპს „მონოლით ჯგუფი“ 2013 წლის ნოემბერში დაფუძნდა. კომპანიამ არსებობის 5 წლის მანძილზე შეძლო ქართულ სამშენებლო ბაზარზე თავი დაემკვიდრებინა, როგორც სანდო და მომხმარებლის მოთხოვნებზე მაქსიმალურად მორგებულმა ჯგუფმა. „მონოლით ჯგუფი” ასრულებს სამშენებლო, სარეკონსტრუქციო, სარესტავრაციო და სარემონტო სამუშაოების სრულ პაკეტს.


აღსანიშნავია, რომ „მონოლით ჯგუფი“ პროფესიონალთა გუნდია, რომელთა ხელმძღვანელობითა და თანამონაწილეობით აშენებულია და აღდგენილია მრავალფუნქციური კომპლექსები, საცხოვრებელი სახლები, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, ლაბორატორიები, ბანკები და სხვა. მათ შორის, განსაკუთრებით აღსანიშნავია კოტე მარჯანიშვილის სახლ-მუზეუმი ყვარელში და, ასევე, ყვარლის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია. გარდა ამისა, 2017 წელს “მონოლით ჯგუფმა“ დააფინანსა ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში, 2016 წელს გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზიანებული თამარ მეფის ფრესკის და კედლის მხატვრობის სარესტავრაციო და აღდგენითი სამუშაოების პირველი ეტაპი.


ჩვენს კომპანიაში დასაქმებული მაღალკვალიფიციური ინჟინერ-ტექნიკური პერსონალი და მუშა მოსამსახურეები უზრუნველყოფენ შესრულებული სამუშაოების უმაღლეს ხარისხს. ჩვენ მრავალწლიანი გამოცდილება გვაქვს საინჟინრო ქსელების (ელექტრო და წყალმომარაგება, დაცვის სისტემები, ვენტილაცია-კონდიცირება) მოწყობაში.


ჩვენი მიზანია, ქართულ სამშენებლო ბაზარზე დავამკვიდროთ მშენებლობის მაღალი სტანდარტი და ყოველთვის ვუპასუხოთ მომხმარებლის სურვილებსა და ახალ გამოწვევებს. ჩვენ ვიყენებთ უმაღლესი ხარისხის ენერგოეფექტურ სამშენებლო მასალებს. შესაბამისად, ენერგოეფექტურ ბინაში ცხოვრებით, ჩვენი მომხმარებლები ნაკლებ ენერგიას ხარჯავენ, რაც პირდაპირ აისახება შემცირებულ გადასახადებზე. გარდა ამისა, ენერგიის დაზოგვით ჩვენ ვამცირებთ მის უარყოფით გავლენას გარემოზე და ხელს ვუწყობთ ჩვენივე საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებას.


„მონოლით ჯგუფის“ საცხოვრებელი კორპუსები, მაღალ ხარისხთან ერთად, კარგი მდებარეობითაც გამოირჩევა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მაცხოვრებლების კომფორტი. ასე რომ, ჩვენ მიერ აშენებულ კორპუსებში თავს იგრძნობთ მშვიდად და კომფორტულად. გარდა ამისა, ჩვენთან ხელსაყრელი ფასები და მოქნილი გადახდის პირობებია.

 

 

დაგვეკონტაქტეთ