თანამედროვე ტრენდები სახლის ინტერიერში
დეკემბერი 08, 2019 კომენტარი ( )

 

2020 წელი სწრაფად ახლოვდება, რაც ნიშნავს იმას,  რომ ინტერიერის დიზაინის ახალი ტენდენციები უფრო და უფრო იკვეთება.  შესაბამისად, შეიძლება თქვენი სახლის განახლების დროც იყოს - ახალი წლის იდეა ხომ სწორედ განახლებაა, მათ შორის ინტერიერის დიზაინშიც. განვიხილოთ ტენდენციები, რომლებიც აუცილებლად აქტუალური იქნება 2020 წლის განმავლობაში

 

ელექტრო ბუხრები

ბევრ ადამიანს სურს სახლში ჰქონდეს ბუხარი, თუმცა მაღალსართულიან კორპუსებში ხშირად  მისი დამონტაჟება სამწუხაროდ შეუძლებელია. ბუხარი სახლის ინტერიერს ძალიან დიდ სიმყუდროვეს და სილამაზაეს მატებს, მაგრამ რავქნათ როდესაც საცხოვრებელი კორპუსის ინფრასტრუქტურა არ იძლევა ამის საშუალებას? გამოსავალი არის ელექტრო ბუხარი! იგი არის ახალი, თანამედროვე და მოდური მოწყობილობა, რომელიც შეგვიძლია დავამონტაჟოთ, როგორც კერძო, ასევე ნებისმიერი კორპუსის ბინაში.

ელექტრო ბუხრის მრავალი დიზაინი არსებობს, მათი მორგება შესაძლებელია ნებისმიერ ინტერიერზე, იქნება ეს ძველებური სტილი, თუ თანამედროვე. რაც მთავარია, ინტერიერს ძალიან დახვეწილს და ორიგინალურს ხდის.

 

 

 

 

ბუნების ელემენტები ინტერიერში

ბოლო წლების განმავლობაში ბუნების ელემენტების გამოყენება ინტერიერში უფრო და უფრო ტრენდული გახდა. ადამიანებს სურთ თანამედროვე სახლი, რომელშიც იქნება გარემოს ორგანული ელემენტები, როგორიც არის ხის მასალა და მცენარეები.

ხე ყოველთვის გამოიყენებოდა სკამების, მაგიდებისა და სხვა ავეჯის დასამზადებლად, მაგრამ დღესდღეობით ხის გამოყენება ასევე აქტუალურია დეკორაციული მიზნითაც. მაგალითად მთლიანი კედლის ხის დეკორით გალამაზება.

 

 

  

 

ხის ელემენტები ასევე ტრენდული გახდა აბაზანაშიც, რაც მას უფრო მეტად ჰარმონიულს ხდის.

 

  

მცენარეების დიდი რაოდენობით გამოყენება ორგანულ ესთეტიკას მატებს სახლს. დედამიწასთან სიახლოვე და სიჯანსაღის განცდა ადამიანს თავისუფალს და გონებაგახსნილს ხდის.

 

 

გეომეტრიული/აბსტრაქტული ელემენტები 

გეომეტრიული ელემენტების გამოყენება ინტერიერში უკვე წლებია აქტუალური ტრენდია და სულ უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება. ადამიანებს სურთ კრეატიული გახადონ ის გარემო, სადაც დიდ დროს ატარებენ. აბსტრაქტული ელემენტების გამოყენება, ინტერიერს უფრო განსხვავებულს და შთამაგონებელს ხდის.  

 

 

MODERN LIVING WALLS (ე.წ ცოცხალი კედლები)

ადამიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბუნებასთან სიახლოვე. ერთ-ერთი ტრენდი, რომელიც გამოიკვეთა, მთლიანი კედლის ან ჭერის მწვანე საფარით დაფარვაა. ასეთი დიზაინი ამშვიდებს ადამიანს და ხელს უწყობს რელაქსაციას.

მწვანე სივრცეები არა მარტო დასვენებისათვის გამოიყენება, არამედ შემოქმედებითი გარემოს შესაქმნელად. თუ ადამიანს სახლში მოწყობილი აქვს სამუშაო სივრცე, სადაც ბევრ დროს ატარებს, მისთვის მნიშვნელოვანია ფიქრისათვის კომფორტული გარემო და ბუნებასთან სიახლოვე.

 

 

დიდი სარკეები

სარკეები ოთახის დეკორაციის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. ინტერიერის დიზაინერები იყენებენ სხვადასხვა ზომის და ფორმის სარკეებს ვიზუალური ეფექტების შესაქმნელად. დიდი სარკეები გამოიყენება სივრცის აღქმის გასაზრდელად და სინათლის გასავრცელებლად, აორმაგებს და უფრო მიმზიდველს ხდის ყველა მნიშვნელოვან დეტალს.

 

 

 

გაზიარება
07, 2019 კომენტარი ( )
ნოემბერი 03, 2019 კომენტარი ( )
29, 2019 კომენტარი ( )

დაგვეკონტაქტეთ