საკუთარი ბინა თვეში 299 დოლარად
ოქტომბერი 08, 2016 კომენტარი ( )

სამშენებლო კომპანია მონოლით ჯგუფი, უნიკალური სააქციო შეთავაზებას აანონსებს - თუ ბინის შეძენას აპირებთ და ჯერ არ გადაგიწყვეტიათ რომელ სამშენებლო კომპანიას მიმართოთ, ან სად შეიძინოთ ბინა, მაშინ მონოლით ჯგუფის შეთავაზება თქვენთვისაა: 299 დოლარი ის თანხაა, რომლის გადახდაც მოგიწევთ ბინაში, რომელშიც რემონტის დაწყება შეძენისთანავე შეგიძლიათ. ქავთარაძის 19 ნომერში მშენებარე საცხოვრებელ კომპლექსში ამჟამად საფასადო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება. თქვენ კი უნიკალური შესაძლებლობა გეძლევათ, ისარგებლოთ სამშენებლო კომპანიის იმ შემოთავაზებებით, რომლებიც ნამდვილად დაგაინტერესებთ: ბინის ნებისმიერ შემძენს საჩუქრად გადაეცემა თანამედროვე დიზაინის (3D) პროექტი, ხოლო ქვემოთ ჩამოთვლილთაგან დამატებით, ასევე მისთვის სასურველი ერთი საჩუქარი, აქცია გულისხმობს შემდეგი სახის შეთავაზებათა პაკეტს: სამშენებლო კომპანიის მიერ დაანონსებული აქცია უნიკალურ საფასო შეთავაზებას გულისხმობს, რასაც ემატება სხვადასხვა სასაჩუქრე ბენეფიტი - აქციაში ჩართვისთვის საწყისი პაკეტი გულისხმობს ყოველთვიურად 299 დოლარის ოდენობით შენატანის პირობით საკუთარი ბინის შეძენას, შესაძენი ფართის სრული შეძენას ბინის ღირებულების 30%-იანი თანამონაწილეობის შემთხვევაში, ხოლო დარჩენილ თანხაზე მაქსიმუმ 15 წლიანი განვადების პირობით სარგებლობას.

აქციის ფარგლებში, ნებისმიერ ბინის მფლობელს საჩუქრად გადაეცემა სამზარეულო ჩასაშენებელი ტექნიკით და ასევე ბინის დიზაინის 3D პროექტი.

ბენეფიტებს შორისაა ასევე ფასდაკლების სასაჩუქრე ბარათი: მყიდველები, რომლებიც ქავთარაძის 19 ნომერში მდებარე კომპლექსში შეიძენენ ბინას, ბონუსად მიიღებენ 15%-იან და 20%-იან ფასდაკლების სასაჩუქრე ბარათებს. ფასდაკლების ბარათის გამოყენებას კი ავეჯის კომპანიაში შესაბამისი პროდუქციის შეძენისას შეძლებენ.

მონოლით ჯგუფმა, ასევე გაითვალისწინა, თბილისში საკუთარი საცხოვრებელი ფართის შეძენით დაინტერესებული, საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები ემიგრანტების ინტერესები, რაც განაპირობა მათი მხრიდან ხშირმა მომართვიანობამ და შეტყობინებებმა.

საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები ნებისმიერი ჩვენი თანამოქალაქე, მონოლით ჯგუფისგან საჩუქრად მიიღებს მგზავრობის ორმხრივი ხარჯის ანაზღაურებას: ”ემიგრანტს, რომელიც ცხოვრობს მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყნაში და გადაწყვეტს ჩვენთან ბინის შეძენას, ჩვენ ავუნაზღაურებთ მგზავრობის ხარჯებს ორივე მიმართულებით”, - აცხადებენ კომპანია ”მონოლით ჯგუფში”.

ქავთარაძის 19-ში მდებარე კორპუსი 16 სართულიანია. სამი სართული მიწისქვეშა ავტოსაგომს, ერთი სართული საოფისე ფართებს, 12 სართული კი - საცხოვრებელ ბინებს უკავია. ბინების თითქმის 60% უკვე გაყიდულია. ასე რომ, კორპუსში დასახლების მსურველებს დიდი დრო აღარ რჩებათ, არჩევანი თანამედროვე სტანდარტებით აშენებულ, საინტერესო საჩუქრებით სავსე ბინაზე შეაჩერონ. 

კომპლექსის მდებარეობა და რეკრეაციული ზონა: კომპლექსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან ახლოს მდებარეობს. სამი მხრიდან მწვანე ხედი აკრავს და უსაფრთხო რეკრეაციულ ზონასაც მოიცავს: ”გარდა იმისა, რომ კორპუსს აქვს სამი დონის მიწისქვესა ავტოსადგომი, მას ექნება უსაფრთხო რეკრეაციული ზონა ბავშვებისთვის, სადაც განთავსდება სასრიალოები, საქანელა, ქვიშა. ეს ყველაფერი ავტომანქანების სავალი გზისგან იზოლირებული იქნება. რეკრეაციული ზონა კორპუსთან ერთად დასრულდება”, - აცხადებენ კომპანიაში. 

”მონოლით ჯგუფი" არის პროფესიონალთა გუნდი, რომელთა თანამონაწილეობით და ხელმძღვანელობით აშენებულია და აღდგენილია ეკლესია, სასტუმრო კომპლექსი, მუზეუმი, ბანკები, საცხოვრებელი სახლები, მრავალფუნქციონალური კომპლექსები, ლაბორატორიები და მრავალი სხვა”, - აცხადებენ კომპანიაში. 

კომპანიის პორთფელში უკვე ორი დასრულებული და ორი მიმდინარე პროექტია, რომელიც საქართველოს ბანკთან მჭიდრო თანამშრომლობით ხორციელდება, რაც დამატებით გარანტიებსა და მონოლით ჯგუფის ძლიერ ფინანსურ პლატფორმას გულისხმობს. 

”ჩვენი ბინები გამოირჩევა ხარისხით. ყველა ბინა ენერგოეფექტურია, რაც მობინადრეს კომუნალური ხარჯების 40 % - ით დაზოგვის შესაძლებლობას აძლევს. მასალები სხვადსხვა ქვეყნებიდან ჩამოდის. ვიყენებთ საქართველოში წარმოებულ მასალებსაც. მშენებლობის პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიები გამოიყენება. ჩვენი კორპუსები გამოირჩევა ხარისხით. ამის თქმის საშუალებას დასრულებული პროექტები იძლევა”, - აცხადებენ ”მონოლით ჯგუფში”.

დასრულებული კორპუსების შეფასება კი მსურველს უკვე შეუძლია. ნუცუბიძის 4 მ/რ, მდებარე 21დ კორპუსი და "ნუცუბიძის ტყუპები" საუკეთესო მაგალითია მათთვის, ვისაც ”მონოლით ჯგუფის” მიერ აშენებულ ბინაში ცხოვრება სურს.

გაზიარება
29, 2018 კომენტარი ( )
ნოემბერი 17, 2016 კომენტარი ( )

დაგვეკონტაქტეთ