სახელმწიფოს 4%-იანი სუბსიდირების პროგრამა
20, 2020 კომენტარი ( )

 

საკუთარი ბინის შეძენა ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო და სასიხარულო მოვლენაა ნებისმიერი ადამიანისთვის. გამოიყენე შანსი! სწორედ ახლა საუკეთესო დროა ამ სურვილის ასასრულებლად. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ისარგებლე იპოთეკური სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთის 4%-იანი სუბსიდირებით.
 

რას გულისხმობს სახელმწიფოს სუბსიდირება?

  • სესხის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება — 4%;
  • სუბსიდია შეეხება ყველა იმ სასესხო ხელშეკრულებას, რომელიც გულისხმობს 200 ათას ლარამდე სესხის აღებას;
  • სესხის სუბსიდირება გაგრძელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 წლის განმავლობაში;
  • სახელმწიფო წყვეტს სუბსიდირებას, თუ რეფინანსირების განაკვეთი ჩამოსცდება 5%-ს (განაახლებს თუ ასცდა);
  • სახელმწიფო გასცემს გარანტიას იპოთეკურ სესხებზე, გარანტიის ოდენობა არის 20%, შესაბამისად სახელმწიფო არის თანამსესხებელი. გარანტია გავრცელდება სესხებზე, სადაც თანამონაწილეობა აღემატება 10%-ს.

 

იპოთეკური სესხის მაქსიმალური მოცულობა 200,000 ლარია, სესხის დაფარვის მაქსიმალური ვადა კი - 240 თვე. თუკი ბინის ღირებულება 200 000-ს აჭარბებს, შესაბამისი თანამონაწილეობის არსებობის შემთხვევაში, სუბსიდირება 200 000-ს მაინც შეეხება.

 

როდემდე მოქმედებს იპოთეკური სესხების მხარდაჭერის პროგრამა?

სუბსიდიის პროგრამა ძალაშია 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით (ამ დროისთვის სესხი სრულად უნდა იყოს გაცემული). ბანკის მიერ გარანტიის კომპონენტის ფარგლებში სესხის გასაცემად სააგენტოსთვის მიმართვის ბოლო ვადა 2020 წლის 20 დეკემბერია.

 

რამდენია სუბსიდიის მაქსიმალური ოდენობა?

სუბსიდიის ოდენობა ბანკის მიერ გაცემულ სესხზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის 4%-ია. სუბსიდირება მოქმედებს სესხის აღებიდან 5 წლის განმავლობაში.

 

როგორ აისახება სუბსიდია მომხმარებლის სესხის ყოველთვიურ გრაფიკზე?

სესხის გრაფიკის შედგენისას, გათვალისწინებული იქნება სუბსიდიის კომპონენტი და მისი მოქმედების პერიოდში მომხმარებელი თავის წილ ყოველთვიურ გადასახადს გადაიხდის.

 

დაათვალიერე ჩვენი მიმდინარე პროექტები.

დაგვიერეკე595 99 77 00; 032 230 99 77

გაზიარება
09, 2020 კომენტარი ( )
20, 2019 კომენტარი ( )
ოქტომბერი 13, 2019 კომენტარი ( )

დაგვეკონტაქტეთ