როგორ შევარჩიოთ ინტერიერის დიზაინი?
ოქტომბერი 13, 2019 კომენტარი ( )

ფერები, სტილი, დეკორაციები, ავეჯი - ბინის ინტერიერის შერჩევა ზოგჯერ სასიამოვნო პროცესია, ზოგჯერ კი ნამდვილ თავსატეხად შეიძლება იქცეს. სასურველი შედეგის მისაღებად ძვირადღირებული მასალისა და ნივთების შეძენა სულაც არაა სავალდებულო. ზოგჯერ სწორედ ყველაზე პატარა დეტალი ახდენს დიდ გავლენას. ეს დეტალი შეიძლება იყოს სარკის, სურათის, ნათურის ან თუნდაც მცენარის დამატება.

თუ თქვენ ახლახანს გადაინაცვლეთ ახალ ბინაში და ეძებთ მარტივ გზებს ოთახის მოსაწყობად, ან უბრალოდ გადაწყვიტეთ ბინის გარემონტება, გთავაზობთ რჩევებს ინტერიერის შესაქმნელად, რომლებიც მოითხოვს მინიმალურ ძალისხმევას.

კედლების ღია, მსუბუქ ფერებში შეღებვა პატარა ოთახს უფრო სივრცულს გამოაჩენს.

ქვემოთ მოცემული მისაღები ოთახი არის შესანიშნავი მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა გამოიყენოთ საცხოვრებელი ფართი მაქსიმალურად. ამ ზომის ოთახის ავეჯით გადატვირთვა ძალიან ადვილია, მაგრამ დიდი ფანჯრები, ღია ფერის კედლები და სარკეები ქმნის სივრცის ოპტიკურ ილუზიას - ოთახი უფრო დიდი ჩანს ვიდრე სინამდვილეშია.

 

 

გამოიყენეთ დეკორატიული სარკეები

გარდა იმისა, რომ სარკეების სპეციალური განლაგება ოთახს სივრცულობას მატებს, მათი მეშვეობით ბუნებრივი შუქის რაოდენობის გაზრდაა შესაძლებელი. დიდ ოთახებში, ან იქ სადაც ბუნებრივი შუქი ნაკლებადაა, სარკმლის მოპირდაპირედ მოთავსებული სარკე ოთახს უფრო მეტ შუქს შეჰმატებს. სარკეების გამოყენება დეკორატიული მიზნითაც შეიძლება, ცარიელი კედლის შესავსებად.

 

დაამატეთ მცენარეები თქვენს ბინაში

მცენარეები ერთ-ერთი იაფი აქსესუარია ოთახში ფერისა და ტექსტურის დასამატებლად. ისინი უფრო მეტ "სიცოცხლისუნარიანობას" სძენენ და ალამაზებენ სივრცეს. მათ ასევე შეუძლიათ გააჯანსაღონ ოთახის ჰაერი და დაბალანსონ ტენიანობა, რადგან ისინი შთანთქავენ დაბინძურებულ ჰაერს და მავნე აირებისგან ათავისუფლებენ მას. 

 

 გამოიყენეთ კონტრასტული ფერი მუქ ინტერიერში

თუ ოთახის კედლებისთვის გამოიყენებთ მუქ ფერს, კარგად შერჩეული კონტრასტული ფერი თქვენს ინტერიერს ელეგანტურობას შესძენს. სასმიამოვნო კონტრასტი ოთახს უფრო სივრცულს გამოაჩენს.

 

 

 

თქვენთვის ერთი შეხედვით გამოუსადეგარი ნივთი შეიძლება დეკორის შექმნაში დაგეხმაროთ.

ჩვენ ყველას გვაქვს ისეთი ნივთები, რომლებიც დიდი ხნის წინ კარადაში შევინახეთ და მას შემდეგ არ გაგვხსენებია. როდესაც სახლის აქსესუარებზე მიდგება საქმე, იმის ნაცვლად, რომ ახალი ნივთები შეიძინოთ, ჯობს კარგად დაათვალიეროთ ის, რასაც უკვე ფლობთ.

 

ინტერიერის დიზაინის შერჩევა მარტივი ნამდვილად არ არის, მითუმეტეს თუ ამ საქმის პროფესიონალი არ ხართ, ან გამოცდილება არ გაქვთ საერთოდ. მიუხედავად ამისა, მარტივი რჩევები შეიძლება დაგეხმაროთ იმაში, რომ სწორად დაგეგმოთ და შეარჩიოთ თქვენი ბინის ინტერიერის დიზაინი.

გაზიარება
29, 2018 კომენტარი ( )
10, 2019 კომენტარი ( )
07, 2019 კომენტარი ( )

დაგვეკონტაქტეთ