რატომ უნდა ავირჩიოთ ენერგოეფექტური ბინა?
29, 2018 კომენტარი ( 0 )

ტერმინი - ენერგოეფექტურობა სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება თანამედროვე მსოფლიოში. საქართველოშიც უკვე რამდენიმე წელია ხშირად გვესმის ენერგოეფექტურობის შესახებ. თუმცა, მისი მნიშვნელობა ბევრ ადამიანს არ აქვს კარგად გააზრებული. ენერგოეფექტურობა ნიშნავს ნაკლები ენერგიის გამოყენებით იმავე სარგებლის მიღებას. ენერგიის დაზოგვა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ახალი ენერგიის წარმოება. ენერგიის დაზოგვით ჩვენ არამხოლოდ ვამცირებთ მის უარყოფით გავლენას გარემოზე, არამედ ვზოგავთ ფულს.

ენერგიის ჭარბად მოხმარებამ მსოფლიო კლიმატის ცვლილებამდე მიიყვანა, რის გამოც დნება მყინვარები, ხშირდება ქარიშხლები, წყალდიდობები, ტყის ხანძრები. კლიმატის ცვლილება, ასევე, უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე. კლიმატის ცვლილების შერბილების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება სწორედ ენერგოეფექტურობაა. ენერგოეფექტურ სახლში ცხოვრება კი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომელიც ჩვენ, როგორც მოქალაქეებს, შეგვიძლია მივიღოთ. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, გარემოსდაცვითი მნიშვნელობის გარდა, ენერგოეფექტურობა ჩვენს ბიუჯეტზეც დადებითად მოქმედებს. ენერგიის მოხმარების შემცირება, ასევე, ამცირებს ენერგიის ხარჯებს, რაც გამოიხატება ნაკლებ გადასახადებში.

სამშენებლო კომპანია „მონოლით ჯგუფი“ მომხმარებელს მაღალი ხარისხის ენერგოეფექტური სამშენებლო მასალებით აშენებულ ბინებს სთავაზობს. კომპანიაში დასაქმებული მაღალკვალიფიციური ინჟინერ-ტექნიკური პერსონალი და მუშა მოსამსახურეები უზრუნველყოფენ შესრულებული სამუშაოების უმაღლეს ხარისხს. კომპანიის ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია „მონოლით რეზიდენს ორთაჭალა“, რომელიც ბ. კალანდაძის ქუჩაზე მდებარეობს. შენობის გარე კედლები ნაშენებია პემზის ბლოკით და დამუშავებულია ჰიდრო და თბოიზოლაციით.

კომპანიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმდინარე პროექტია „მონოლით სითი“, რომლის მშენებლობის პირველი ეტაპი 2019 წლის თებერვალში დასრულდება. „მონოლით სითი“ ძველ თბილისში, ორთაჭალაში მდებარეობს და შენდება გერმანული ტექნოლოგიით დამზადებული გაზო-სილიკატური ბლოკით, რომელიც 40%-ით უფრო მეტად ზოგავს ენერგიას, ვიდრე ჩვეულებრივი ბლოკი. გარდა ამისა, ფასადის კარ-ფანჯარა მონტაჟდება ალუმინის იზო-პროფილით, რომელიც ასევე ენერგოეფექტურია. „მონოლით სითი“ თავის მაცხოვრებლებს, ასევე, სთავაზობს სარეკრეაციო ზონას და საბავშვო გასართობ მოედანს. კომპანიისთვის „მონოლით ჯგუფი“, ასევე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოზარდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია.

დაბოლოს, კითხვაზე - რატომ უნდა ავირჩიოთ ენერგოეფექტური ბინა? - პასუხი მარტივია: ენერგოეფექტური ბინის შეძენით ჩვენ ნაკლებ ენერგიას ვხარჯავთ, რაც პირდაპირ აისახება შემცირებულ გადასახადებზე. გარდა ამისა, ჩვენ ხელს ვუწყობთ ჩვენივე საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებას. ენერგოეფექტურობის არჩევით, ჩვენ და ჩვენი შვილები უფრო ჯანსაღ გარემოში ვიცხოვრებთ.

გაზიარება
ოქტომბერი 08, 2016 კომენტარი ( 0 )
ნოემბერი 17, 2016 კომენტარი ( 0 )

დაგვეკონტაქტეთ