რა უნდა გაითვალისწინოთ ბინის ყიდვის დროს?
ნოემბერი 03, 2019 კომენტარი ( )

 

1. სამშენებლო მასალები

ძალიან მნიშვნელოვანია თუ რამდენად ხარისხიანი და გამძლე სამშენებლო მასალებით არის აშენებული საცხოვრებელი კორპუსი. აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ რამდენად მდგრადია შენობა, რა ტიპის ბეტონსა და ბლოკს იყენებს სამშენებლო კომპანია, რამდენ ბალიან მიწისძვრაზეა გათვლილი შენობა, რამდენად არის დაცული სხვა სამშენებლო სტანდარტები და ა.შ. ეს ის დეტალებია, რომლებშიც რიგითი მომხმარებელი შესაძლოა საერთოდ ვერ ერკვეოდეს, ამიტომ რეკომენდირებულია, კომპეტენტურ ადამიანთან გაიაროთ კონსულტაცია.

 

2. ენერგოეფექტურობა

დღესდღეობით უფრო და უფრო პოპულარული ხდება ენერგოეფექტური ბლოკით აშენებული სახლები. მისი უნიკალური თვისებებია: ზამთარში სითბოს შენარჩუნება და სიცივისგან დაცვა, ზაფხულში კი სიგრილის შენარჩუნება. ენერგოეფექტური ბლოკით აშენებულ ბინებში კომუნალური გადასახადები 40%-მდე მცირდება, რაც ძალიან დიდი შეღავათია მობინადრეებისთვის.

 

3. ხმის იზოლაცია

ალბათ არავის სურს, მეზობლების ხმა ესმოდეს საკუთარ ბინაში, ან პირიქით, მეზობლებს ესმოდეთ ხმაური. ამიტომ მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ აქვს თუ არა ბინას ხმის იზოლაცია, რომელიც უფრო მეტ კომფორტულობას და სიმყუდროვეს შეჰმატებს საცხოვრებელ სივრცეს.

 

4. სკოლისა და ბაღის სიახლოვე

როგორც წესი, დილით ყველა ადამიანს ეჩქარება. თუ ბაღი და სკოლა ახლოს არის, მაშინ ეს დიდი კომფორტია, რადგან დროს არ დაკარგავთ და არც საცობებში არ მოხვდებით სანამ ბავშვებს სასურველ ადგილას მიიყვანთ.

 

5. საზოგადოებრივი ტრანსპორტის სიახლოვე

თუ არ გყავთ საკუთარი მანქანა, მაშინ საზოგადოებრივი ტრანსპორტის სიახლოვე თქვენს საცხოვრებელ კორპუსთან ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ფეხით არ მოგიწიოთ დიდხანს სიარული და დროულად მიხვიდეთ ხოლმე სასურველ ადგილას.

 

6. ჯანსაღი გარემო

დღესდღეობით დაბინძურებული ჰაერი ძალიან აქტუალური პრობლემაა, განსაკუთრებით ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში. თუ ეს პრობლემა თქვენც გაწუხებთ, მნიშვნელოვანია, რომ ბინის ყიდვისას გაითვალისწინოთ საცხოვრებელი კორპუსი ახლოს მდებარეობს თუ არა ცენტრალურ გზებთან და გზაჯვარედინებთან, სადაც განსაკუთრებით ბევრი ავტომობილი მოძრაობს.

 

7. ხმაური

მეორე მნიშვნელოვანი მიზეზი, რის გამოც თავი უნდა შეიკავოთ ცენტრალურ გზებთან და გზაჯვარედინებთან ბინის შეძენისგან, არის ხმაური. ალბათ არც თუ ისე სასიამოვნოა დილით მანქანაების ხმა თუ გაგაღვიძებთმიუხედევად იმისა, რომ ხმის იზოლაცია ამ შემთხვევასი შესაძლოა იყოს გამოსავალი, ალბათ არც ფანჯრის გაღების დროს ან აივანზე გასვლის დროს არის სასიამოვნო მანქანებით გადატვირთული ქუჩების ხმაურის მოსმენა.

 

8. ბინის მდგომარეობა

ძალიან მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ თუ რა მდგომარეობაში ბარდება ბინა, იქნება ეს შავი კარკასი, თეთრი თუ მწვანე, რადგან ბინის თითოეულ ამ ეტაპამდე მიყვანა ცალკეული ხარჯია. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ სხვადასხვა სამშენებლო კომპანიები ამ ტერმინების მიღმა განსხვავებულ რაღაცებს გულისხმობენ ხოლმე. მაგალითად, ერთი სამშენებლო კომპანია რასაც გულისხმობს თეთრ კარკასში, შესაძლოა ზუსტად არ ემთხვეოდეს სხვა სამშენებლო კომპანიის დაპირებას. ამიტომ, აუცილებლად უნდა დააზუსტოთ კონკრეტულად როგორ მდგომარეობაში ჩაგბარდებათ ბინა.

 

"მონოლით ჯგუფის" მიმდინარე საცხოვრებელი პროექტები იხილეთ ბმულებზე: "მონოლით სითი" (ორთაჭალა) და "მონოლით ნუცუბიძე"

 

 

 

 

გაზიარება
07, 2019 კომენტარი ( )
ნოემბერი 21, 2019 კომენტარი ( )
29, 2019 კომენტარი ( )

დაგვეკონტაქტეთ