რა არის გაზობლოკი?
07, 2019 კომენტარი ( )

 

თუ უძრავი ქონების შეძენას გეგმავ, ალბათ ერთ-ერთი პირველი კითხვა, რომელსაც  საკუთარ თავს დაუსვავ არის - რამდენად ხარისხიანადაა აშენებული ესა თუ ის შენობა?  რა თქმა უნდა, მშენებლობის ხარისხი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია, როდესაც საქმე უძრავი ქონების შეძენას ეხება. მას ბევრი სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს, მაგრამ ამ სტატიაში გვსურს ვისაუბროთ გაზობლოკის და მისი უნიკალური თვისებების შესახებ.

გაზობლოკი არის თანამედროვე, მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალა, რომელიც გამოიყენება „მონოლით ჯგუფის“ ყველა საცხოვრებელ პროექტში. მისი უნიკალური თვისებებია:  ხმის იზოლაცია, ცეცხლგამძლეობა, ზამთარში სითბოს შენარჩუნება და სიცივისგან დაცვა, ზაფხულში კი სიგრილის შენარჩუნება. ამ ბლოკით აშენებულ ბინებში კომუნალური გადასახადები 40%-მდე მცირდება, რაც ძალიან დიდი შეღავათია მობინადრეებისთვის.

იგი სამჯერ უფრო მსუბუქია აგურზე, ჩვეულებრივ ბლოკზე კი - ხუთჯერ. მისი გამოყენებით მშენებლობა უფრო სწრაფად მიმდინარეობს.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მიწისძვრის დროს, თუ ჩვეულებრივი აგურით ნაგები შენობა იღებს ზიანს და ბზარები უჩნდება, გაზობლოკის შემთხვევაში ეს გამორიცხულია, რადგან კარკასთან შედარებით მისი წონა ბევრად ნაკლებია.

იმისათვის, რომ გაზობლოკი აწარმოო საჭიროა ცემენტი ქვიშა და ალუმინის პუდრი. 

„მონოლით ჯგუფის“ მშენებლობის ხარისხი

მშენებლობის ხარისხი არის ის კომპონენტი, რითაც ჩვენი გუნდი ამაყობს. „მონოლით ჯგუფი“ ყველა სამშენებლო პროექტს ახორციელებს თანამედროვე ტექნოლოგიებითა და უმაღლესი ხარისხის მასალებით, რომლებიც დამზადებულია ცნობილი და წამყვანი კომპანიების მიერ.

ამჟამად, „მონოლით ჯგუფს“ ორი მიმდინარე პროექტი აქვს, „მონოლით სითი“ ორთაჭალაში და „მონოლით ნუცუბიძე“. ორივე მათგანი შენდება ენერგოეფექტური, უმაღლესი ხარისხის გაზობლოკით.

გაზიარება
ოქტომბერი 31, 2019 კომენტარი ( )
07, 2019 კომენტარი ( )
10, 2019 კომენტარი ( )

დაგვეკონტაქტეთ