მონოლით ჯგუფის საახალწლო აქცია
November 17, 2016 Comment ( )

მწვანე კარკასი თეთრი კარკასის ფასად და ძვირფასი საახალწლო საჩუქრები - უპრეცენდენტო საახალწლო აქცია „მონოლით ჯგუფისგან“

სამშენებლო კომპანია „მონოლით ჯგუფი“, უნიკალურ საახალწლო შეთავაზებას აანონსებს. ახალი წელი ყოველთვის საჩუქრებთან და დიდ სიურპრიზებთან ასოცირდება, სწორედ ამიტომ, „მონოლით ჯგუფმა“ გადაწყვიტა 14 იანვრამდე უპრეცენდენტო საახალწლო შეთავაზება გაეკეთებინა ბინის შეძენით დაინტერესებულ მყიდველთათვის, ასე რომ, თუ ბინის შეძენას აპირებთ და ჯერ არ გადაგიწყვეტიათ, რომელ სამშენებლო კომპანიას მიმართოთ, მაშინ „მონოლით ჯგუფის“ საახალწლო შეთავაზება თქვენთვისაა: ნებისმიერი, ვინც 14 იანვრამდე შეიძენს ბინას საბურთალოზე, ქავთარაძის N19 მდებარე დასრულებულ კორპუსში, შეძენილი ბინა გადაეცემა მწვანე კარკასის მდგომარეობაში თეთრი კარკასის ფასად, ხოლო დამატებით დასაჩუქრდება ავტოსადგომით, ავეჯის სახლების 3000 ლარიანი ვაუჩერით და თანამედროვე დიზაინის (3D) პროექტით სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად, აქციაში ჩართვისთვის ერთადერთი პირობაა შესაძენი ფართის სრული ღირებულების 30%-იანი თანამონაწილეობა, ხოლო დარჩენილ თანხაზე შესაძლებელია მაქსიმუმ 15 წლიანი განვადების პირობით სარგებლობა საქართველოს ბანკში.

ქავთარაძის 19-ში მდებარე კორპუსი 16 სართულიანია და რაც მთავარია მშენებლობა უკვე დასრულდა. 1 კვ.მ-ის ღირებულება 725$, რაც დასრულებული კორპუსის შემთხვევაში, რომელიც თბილისის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უბანში მდებარეობს საუკეთესო საფასო შეთავაზებაა კონკურენტებთან შედარებით. ამ ეტაპზე დარჩენილია ბინები 58 კვ.მ ფართიდან და ზემოთ. კორპუსში, სამი სართული მიწისქვეშა ავტოსაგომს, ერთი სართული - საოფისე ფართებს, 12 სართული კი - საცხოვრებელ ბინებს უკავია. ბინების 80%-ზე მეტი უკვე გაყიდულია. ასე რომ, კორპუსში დასახლების მსურველებს დიდი დრო აღარ რჩებათ, არჩევანი თანამედროვე სტანდარტებით აშენებულ, უპრეცენდენტო საახალწლო საჩუქრებით სავსე ბინაზე შეაჩერონ. 

კომპლექსის მდებარეობა და რეკრეაციული ზონა: კომპლექსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან ახლოს მდებარეობს. სამი მხრიდან მწვანე ხედი აკრავს და უსაფრთხო რეკრეაციულ ზონასაც მოიცავს: ”გარდა იმისა, რომ კორპუსს აქვს სამი დონის მიწისქვესა ავტოსადგომი, მას ექნება უსაფრთხო რეკრეაციული ზონა ბავშვებისთვის, სადაც განთავსდება სასრიალოები, საქანელა, ქვიშა. ეს ყველაფერი ავტომანქანების სავალი გზისგან იზოლირებული იქნება. რეკრეაციული ზონა კორპუსთან ერთად დასრულდა”, - აცხადებენ კომპანიაში. 

”მონოლით ჯგუფი" არის პროფესიონალთა გუნდი, რომელთა თანამონაწილეობით და ხელმძღვანელობით აშენებულია და აღდგენილია ეკლესია, სასტუმრო კომპლექსი, მუზეუმი, ბანკები, საცხოვრებელი სახლები, მრავალფუნქციური კომპლექსები, ლაბორატორიები და მრავალი სხვა”, - აცხადებენ კომპანიაში. 

კომპანიის პორთფელში უკვე ორი დასრულებული და ორი მიმდინარე პროექტია, რომელიც საქართველოს ბანკთან მჭიდრო თანამშრომლობით ხორციელდება, რაც დამატებით გარანტიებსა და მონოლით ჯგუფის ძლიერ ფინანსურ პლატფორმას გულისხმობს. 

”ჩვენი ბინები გამოირჩევა ხარისხით, არის მონოლითური მედეგობის და ყოველივე ამის დასტურია სამშენებლო სფეროს ექსპერტების მიერ დადებული დასკვნები კორპუსის უმაღლეს ხარისხთან დაკავშირებით. ყველა ბინა ენერგოეფექტურია, რაც მობინადრეს კომუნალური ხარჯების 40%-ით დაზოგვის შესაძლებლობას აძლევს. მასალები სხვადსხვა ქვეყნებიდან ჩამოდის. ვიყენებთ საქართველოში წარმოებულ მასალებსაც. მშენებლობის პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიები გამოიყენება. ჩვენი კორპუსები გამოირჩევა ხარისხით. ამის თქმის საშუალებას დასრულებული პროექტები იძლევა”, - აცხადებენ ”მონოლით ჯგუფში”.

დასრულებული კორპუსების შეფასება კი მსურველს უკვე შეუძლია. ნუცუბიძის 4 მ/რ, მდებარე 21დ კორპუსი და "ნუცუბიძის ტყუპები" საუკეთესო მაგალითია მათთვის, ვისაც ”მონოლით ჯგუფის” მიერ აშენებულ ბინაში ცხოვრება სურს. 

მონოლით ჯგუფი - შეაღე შენი სახლის კარი დღესვე!
ტელ: 595 997700
www.monolith.ge

Share
October 08, 2016 Comment ( )
29, 2018 Comment ( )

Contact us